იოსებ არჩვაძე - ექსპორტის მაჩვენებელი ცალსახად ადასტურებს პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში: ექსპორტის მატების ტემპი 2-ჯერ და მეტად უსწრებს ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს

იოსებ არჩვაძე - ექსპორტის მაჩვენებელი ცალსახად ადასტურებს პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში: ექსპორტის მატების ტემპი 2-ჯერ და მეტად უსწრებს ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს

access_time2021-11-15 12:04:39

„2021 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკაში გრძელდებოდა პოზიტიური ტენდენციები, რომლის თვალსაჩინო გამოხატულებას საგარეო ეკონომიკური აქტიურობისა და საექსპორტო ექსპანსიის გაძლიერება წარმოადგენდა. 2021 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობამ რეკორდულად მაღალი, ექსპორტის თვეების დინამიკის მიხედვით ისტორიული მაქსიმუმი - 411.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,“ - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში.



ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემს შეეხება, ექსპერტი წერს, რომ ოქტომბრის ექსპორტმა გადააჭარბა: გასული წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელს - 31.4 პროცენტით, 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 28.6 პროცენტით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 24.0 პროცენტით. საშუალო სადღეღამისო ექსპორტი 2021 წლის ოქტომბერში აღემატებოდა: წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს - 3.2 მლნ. აშშ დოლარით, პანდემიამდელი, 2019 წლის ოქტომბრისას - 3.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს - 2.6 მლნ. აშშ დოლარით.




იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მთლიანად, წლის დასაწყისიდან საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაიზარდა 24.9 პროცენტით და თითქმის 3.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს პანდემიამდელი 2019 წლის პირველი ათი თვის მაჩვენებელს 11.0 პროცენტით აღემატება. მისი თქმით, ექსპორტის ასეთი დინამიკა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.



„საქართველოდან ყოველი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ექსპორტის განსახორციელებლად 2021 წელს სჭირდება მხოლოდ 81 დღე, რაც 15 დღით ნაკლებია 2019 წელთან და 73 დღით ნაკლები - 2012 წელთან შედარებით. ექსპორტის პარალელურად, იზრდება იმპორტის მოცულობაც. ოქტომბერში მან 904.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 24.0 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 17.2 პროცენტით აღემატება. ამასთან, იმპორტის მოცულობა 2.2 პროცენტით ჩამორჩა კრიზისამდელი, 2019 ოქტომბრის დონეს (2019 წ. ოქტომბრის იმპორტი - 924.4 მლნ. აშშ დოლარი), რაც ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენად. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის ოქტომბერში 1315.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან - 11.4 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს აღემატება, შესაბამისად, 26.2 პროცენტით და 23.0 პროცენტით, ამასთან, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.3 პროცენტით უსწრებს პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ - მიაჩნია იოსებ არჩვაძეს.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, თანდათან უმჯობესდება ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში 45.5 პროცენტი, ხოლო მთლიანად წლის დასაწყისიდან 42.6 პროცენტი შეადგინა - გასული წლის მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 1.2 პუნქტით და 0.5 პუნქტით მეტი (2020 წელს, შესაბამისად, 44.3% და 42.1%).



„აღნიშნული მონაცემები ცალსახად ადასტურებენ პოზიტიურ ტრენდს საგარეო ვაჭრობაში, რაც დასტურდება არა მარტო ექსპორტის ორნიშნა ზრდით, არამედ იმითაც, რომ მისი მატების ტემპი ორჯერ და მეტად უსწრებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით კი, რომ ექსპორტში დაახლოებით ¾ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს უჭირავს, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ საქართველო, დიდწილად ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის წყალობით, წარმატებით ახორციელებს საგარეო სავაჭრო ექსპანსიას და მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების სტრატეგიულ ამოცანას,“ - წერს იოსებ არჩვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up