იოსებ არჩვაძე - ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა, რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში - 44.1 პროცენტით გაიზარდა

იოსებ არჩვაძე - ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა, რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში - 44.1 პროცენტით გაიზარდა

access_time2021-12-20 15:35:36

„2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ამით დაადასტურა და გაამყარა ქვეყნის ეკონომიკაში მზარდი და შეუქცევადი პოზიტიური პროცესები. კერძოდ, ექსპორტის მოცულობამ რეკორდი (429.8 მლნ. აშშ დოლარი) დააფიქსირა და წინა წლის ნოემბრის დონეს 42.7%-ით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ნოემბრისას - 23.6%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ექსპორტი წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის გაორმაგდა (ზრდა იანვართან შედარებით - 91.5%-ით), ხოლო წინა ათი თვის (იანვარ-ოქტომბრის) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 26.7%-ით გადააჭარბა,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ექსპორტის შთამბეჭდავ ზრდაში განმსაზღვრელი როლი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ შეასრულა (წილი მთლიან ექსპორტში - 73.5%), რომლის მოცულობა იანვარ-ნოემბერში 28.7%-ით, ხოლო მხოლოდ ნოემბერში - 44.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 325.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელი პერიოდის - 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს. მისი თქმით, სერიოზული პროგრესი შეინიშნება იმპორტის დინამიკაშიც, რომლის მოცულობამ ნოემბერში, თვის მიხედვით, პირველად გადალახა მილიარდიანი ზღვარი და 1014.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა ნოემბერში წინა წლის დონეს 40.6%-ით, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს - 23.9%-ით გადააჭარბა. ამასთან, იმპორტის ასეთი საგრძნობი ზრდა, ქვეყანაში სამეწარმეო აქტიურობის გაუმჯობესებასთან ერთად განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციული და მასშტაბური მოცულობის საიმპორტო პროდუქციაზე ფასების საგრძნობი ზრდით (წინა წელთან შედარებით ნავთობპროდუქტები გაძვირდა დაახლოებით 1.6-ჯერ, სურსათი, სახეობების მიხედვით კი - 1.3-1.6-ჯერ).

აღსანიშნავია, რომ ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ ნოემბერში 42.4% შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბრის დონეს 0.7 პუნქტით აღემატება (2020 წ. ნოემბერში - 41.7%). ასევე ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პარალელურად, საგძნობლად მაღალი, ორნიშნა ტემპებით იზრდებოდა რეექსპორტის მოცულობაც. – 2021 წლის იანვარ-ნოემბერში მისმა მოცულობამ 1013.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დონეს 21.6%-ით აჭარბებს.

ნოემბრის სავაჭრო ბრუნვამ 1443.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც აღემატება: გასული, 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებელს - 41.2%-ით, პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს - 23.8%-ით, ხოლო მიმდინარე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საშუალო თვიურ მაჩვენებელს - 27.2%-ით.


2021 წლის იანვარ-ნოემბრის ექსპორტის მოცულობა (3822.3 მლნ. აშშ დოლარი) აღემატებოდა: წინა, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მოცულობას - 26.7%-ით და პანდემიამდელი, 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 12.3%-ით. ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი უსწრებდა იმპორტის ზრდის (+24.6%) მაჩვენებელს, რის შედეგად ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა (2020 წლის იანვარ-ნოემბერში - 42.0%).

ადგილობრივი ექსორტის თითქმის ნახევარი (46.8%) საქართველოს სამ ძირითად სავაჭრო პარტნიორზე (ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი) მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა (+38.6%) მნიშვნელოვნად აღემატებოდა როგორც ადგილობრივი ექსპორტის (28.7%), ისე მთლიანი ექსპორტის (+26.7%) ზრდას, რის საფუძველზეც ამ ქვეყნებთან ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა და 42.4% შეადგინა, რაც 4.7 პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2020 წ. იანვარ-ნოემბერში - 37.7%).

„საგარეო ვაჭრობის (პირველ რიგში, ექსპორტის) ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უსწრებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამეწარმეო სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებს, რაც ცალსახად მიანიშნებს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული კურსის სისწორესა და აღნიშნულის საფუძველზე მიღწეულ შედეგებზე - წარმატებულ საგარეო სავაჭრო ექსპანსიასა და ქართული ბიზნეს-სექტორის მსოფლიო ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიანობაზე,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up