იოსებ არჩვაძე - ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მზარდ პოტენციალს

იოსებ არჩვაძე - ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მზარდ პოტენციალს

access_time2022-01-14 15:15:28

„საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება ყველაზე მკაფიოდ საგარეო ეკონომიკურ ექსპანსიაში აისახა. ქვეყნის ექსპორტმა 2021 წელს პირველად გადალახა 4-მილიარდიანი ზღვარი და 4242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისათვის: 2007 წლამდე საქართველოს ექსპორტი ერთ მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები იყო. იგი გასულ, 2020 წელთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და მოცულობით ასევე მნიშვნელოვნად - 11.7 პროცენტით გადააჭარბა პანდემიამდელი, 2019 წლის დონეს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის ტემპი 2.5-ჯერ აღემატება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მზარდ პოტენციალს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.



თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის აქტიურ და მზარდ ჩართულობას მსოფლიო ეკონომიკაში ადასტურებს იმპორტის ზრდაც, რომელიც 2021 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა 25.1 პროცენტით, პირველად გადალახა 10-მილიარდიანი ზღვარი და 10077 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (შედარებისათვის: 2003 წლამდე საქართველოს იმპორტის მოცულობა ერთ მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები იყო). 2021 წლის იმპორტი ასევე საგრძნობლად (5.9%-ით) აღემატებოდა პანდემიამდელი, 2019 წლის მაჩვენებელსაც.



მისი თქმით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მასშტაბებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ბრუნვის მოცულობის მატება მხოლოდ ერთ წელიწადში (2021 წელს - 2020 წელთან შედარებით) აღემატება 2004-2005 წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის საშუალო წლიურ მოცულობას. „ექსპორტის წინმსწრები ზრდის ხარჯზე, სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობა საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0.6 პუნქტით (პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით - 2.3 პუნქტით) და 40.7 პროცენტი შეადგინა (2020 წ.: -41.3%, 2019 წ.: -43.0%). ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2021 წელს 42.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.6 პუნქტით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს (2020 წ. – 41.5%),“ - წერს არჩვაძე.




„2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზე, საგრძნობლად გაზარდა ექსპორტი, რომლის თითქმის ¾ ადგილობრივი პროდუქციის წილად მოდის. ამავე დროს, საქართველოს სულ უფრო აქტიურად ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და სავაჭრო ჰაბის ფუნქციას, უზრუნველყოფს რა რეექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას (1.2-ჯერ წინა წელთან შედარებით). საქართველოს ეკონომიკაში მიღწეული პოზიტიური შედეგები, ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა, ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, საგარეო ეკონომიკური ექსპანსიასა და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს. ეკონომიკაში მიღწეულია საკმარისი კუმულატიური მუხტი, რათა 2022 წელს გაგრძელდეს ზრდის პოზიტიური დინამიკა როგორც საგარეო ვაჭრობის სფეროში, ისე მაკროეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულებით,“ - მიაჩნია ექსპერტს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up