იოსებ არჩვაძე - საქართველოს ეკონომიკის მიერ ბოლო თვეებში მიღწეულმა სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები „აიძულა“, სერიოზულად გადაესინჯათ თავიანთი საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდის მიმართულებით

იოსებ არჩვაძე - საქართველოს ეკონომიკის მიერ ბოლო თვეებში მიღწეულმა სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები „აიძულა“, სერიოზულად გადაესინჯათ თავიანთი საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდის მიმართულებით

access_time2021-11-05 14:25:00

“საქართველოს ეკონომიკის მიერ ბოლო თვეებში მიღწეულმა სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები „აიძულა“, სერიოზულად გადაესინჯათ თავიანთი საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდის მიმართულებით - წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის ორჯერ. ასე მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 7.5 პროცენტს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მომავალი, 2022 წლების საშუალო წლიური ტემპით (6.5%) ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასებული 37 ქვეყნიდან საქართველო, მონტენეგროს შემდეგ, მეორე-მესამე ადგილს იყოფს (ესტონეთთან). ასეთი პროგნოზი მით უფრო ფასეულია იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და არაა დაძლეული პრეპანდემიური მასშტაბები ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე სექტორში, როგორიც ტურიზმია,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვაში მოცემული საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლისათვის.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო თამამ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრდება 7.7 პროცენტით, რაც 18-ე მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყნის მიხედვით.
ამავე დროს, იოსებ არჩვაძე განმარტავს, რატომ იჩენენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გარკვეულ სიფრთხილეს საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 11.3 პროცენტი შეადგინა. „ვფიქრობ, მათი სიფრთხილე დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობით, პანდემიითა და ვაქცინაციის დაბალი ტემპით. რომ არა აღნიშნული ფაქტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზი, დიდი ალბათობით, ფაქტობრივზე არანაკლებ 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა...“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ თავის სოციალურ ქსელში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up