იოსებ არჩვაძე - საქართველოს ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფს დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემდგომ არსებით შემცირებას

იოსებ არჩვაძე - საქართველოს ეკონომიკის ზრდა უზრუნველყოფს დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემდგომ არსებით შემცირებას

access_time2022-02-18 15:05:12

„2021 წელს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრი შემცირება, ექსპორტის თითქმის 1.3-ჯერადი ზრდა და ა.შ.) ადეკვატურად აისახა შრომის ბაზრისა და დასაქმების მაჩვენებლებში. ქვეყანაში გაიზარდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, დასაქმება, შემცირდა უმუშევრობა. ყოველივე ეს განსაკუთრებით რელიეფურად 2021 წლის დამამთავრებელი, მეოთხე კვარტალის მონაცემებში აისახა,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე „საქსტატის“ მიერ უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლების გამოცხადებას 2021 წლის მეოთხე კვარტლისათვის.



საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ფაქტობრივი უცვლელობის პირობებში აქტიური სამუშაო ძალის რაოდენობა ერთ წელიწადში 30.4 ათასით (1.2%-ით) გაიზარდა და 1536.1 ათასი კაცი შეადგინა. იმავე პერიოდში კიდევ უფრო მეტად - 46.3 ათასით (3.9%-ით) გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, რომელმაც 1244.2 ათასს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მატების საერთო რაოდენობის თითქმის 4/5 ( 77.8%) მოდიოდა დაქირავებით დასაქმებულთა მატებაზე.  



იოსებ არჩვაძის თქმით, აღნიშნულის ხარჯზე გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც მასში დაქირავებით დასაქმებულთა წილი გაიზარდა 2020 წლის მეოთხე კვარტლის 67.3%-დან 2021 წლის მეოთხე კვარტლის 67.6%-მდე. 2021 წლის ბოლოს ეროვნულ მეურნეობაში ყოველ 100 თვითდასაქმებულზე (სოფლის მეურნეობის ჩათვლით) მოდიოდა 209 დაქირავებით დასაქმებული (2020 წ. – 206). დასაქმების ზრდამ უზრუნველყო უმუშევრობის დონის შემცირება 2020 წლის მეოთხე კვარტლის 20.4%-დან 2021 წლის მეოთხე კვარტლის 19.0%-მდე. ამასთან, უმუშევრობის დონის შემცირება ქალაქად უფრო საგრძნობი იყო, ვიდრე სოფლად - შესაბამისად, 2.1 პუნქტით და 0.2 პუნქტით. 




მისი ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქებზე მოდის საქართველოში შექმნილი დოვლათის 9/10-ზე მეტი და დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 2/3, დასაქმების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში მაკროეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. 



„დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის დინამიკა, მათი ტემპების შედარება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის 4/5-ზე მეტი ინტენსიურ ფაქტორებზე, დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობის ამაღლებაზე მოდის. საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე და უახლოესი პერიოდის ზრდა, რომელიც ერთერთი მაღალია (და ასეთად შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდში) არა მარტო უშუალო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბითაც, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემდგომ არსებით შემცირებას,“ -აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up