იოსებ არჩვაძე - უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას

იოსებ არჩვაძე - უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას

access_time2021-12-09 13:25:55

„ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური დინამიზმი ასახვას პოვებს არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაშიც. 2021 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო რვა კვარტლის მიხედვით და აღემატება: წინა წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს - 1.4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს - 39.3 პროცენტით,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ 2021 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები, რომლებიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.



სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს აღნიშნული ინვესტიციების დივერსიფიცირება. მისი თქმით, თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საფინანსო სექტორზე მოდიოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.2%, მეორე კვარტალში - უკვე მხოლოდ 35.0%, ხოლო მესამეში - 29.1%. „სამაგიეროდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინვესტიციები ეკონომიკის რეალური სექტორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და დამმუშავებელი მრეწველობა. მხოლოდ დასახელებულ ამ სამ დარგზე მესამე კვარტალში მოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/5. ინვესტიციების ზრდას ჰქონდა ადგილი აგრეთვე მშენებლობაში, ჯანდაცვის სფეროსა და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.



მისი ინფორმაციით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ინვესტიციების ზრდა აგრარულ სექტორში, სადაც მისმა მოცულობამ მესამე კვარტალში 3.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 3.3 -ჯერ გადააჭარბა წინა ორი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს; 2021 წლის მესამე კვარტლის უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ასევე საგრძნობლად (2.3-ჯერ) აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის საშუალო კვარტალურ მაჩვენებელსაც.




„ყოველივე ეს ადასტურებს, რომ უცხოელი ინვესტორები სულ უფრო თამამ და პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, გამოხატავენ მზადყოფნას, თავიანთი კაპიტალის მონაწილეობა დაუკავშირონ საქართველოს მთელი რიგი დარგების განვითარებას. მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.4 პროცენტით გადააჭარბა,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სამ სახელმწიფოზე (გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი) მოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62.5 პროცენტი - იანვარ-სექტემბერში და ნახევარზე მეტი (52.4%) - მხოლოდ მესამე კვარტალში. იოსებ არჩვაძის თქმით, აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ტრანსპარენტულობისა და საინვესტიციო გარემოებისადმი ხარისხობრივი და მაღალი რეპუტაციული მოთხოვნების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებისათვის ქართული სამეწარმეო გარემოს მისაღებ დონეს.
„სახელისუფლებო პოლიტიკა უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის სასურველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. ამ მიმართულებით მზარდ პოზიტიურ როლს ასრულებს და შეასრულებს მიღებული სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას. ყოველივე ეს, ქვეყანაში გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის შედეგად, უზრუნველყოფს ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის თანმიმდევრულ გაუმჯობესებას,“ - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up