იანვარში იპოთეკური სესხების გაცემა 34%-ით შემცირდა წლიურად რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა.
TBC კაპიტალის მონაცემებით, იპოთეკური სესხები პანდემიის დაწყებიდან ზრდას მხოლოდ აგვისტო-სექტემბერი- ოქტომბრის პერიოდში აჩვენებდა, თუმცა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ იანვარში კლება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
6%-ით შემცირდა წლიურად თბილისში გაყიდული უძრავი ქონების მაჩვენებელიც.
2020 წელს ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.
2020 წელს თბილისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.
GBC.GE