იპოთეკურ სესხებზე ქართული კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21.5% მოდის, რაც დაახლოებით 9.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ სესხებში 2.8%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში 6.2%-ს შეადგენს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ამ სექტორზე გაცემულ სესხებში 4.9%-ს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხის (NPL) სტატუსს ატარებს კრედიტი თუკი ის ბანკის მიერ კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო.