იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

access_time2022-06-17 18:40:52

დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ჩვენს რეგიონშიც ქვეყნებს ინფლაციის მაღალ დონესთან უწევთ გამკლავება. ინფლაციაზე საპასუხოდ ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეროვნული ბანკების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული ქვეყნებში იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები.


როგორია საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე სამეზობლოში?  ამ ქვეყნების ეროვნული ბანკების მონაცემებზე დაყრდნობით ასეთი სურათი მივიღეთ.


იპოთეკაზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აზერბაიჯანშია. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის აპრილის მონაცემებიდან ჩანს, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე 6.31%-ს შეადგენს. აზერბაიჯანში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც რეგიონში ყველაზე დაბალია და 7.75%-ზეა.


რუსეთში რუბლში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი მაისში 7.64%-ია, უცხოურ ვალუტაში - 10.01%.



აღსანიშნავია, რომ აპრილში რუბლში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 529.3 მილიონიდან 130.5 მილიონამდე, 75%-ით შემცირდა. სულ გაცემული სესხების რაოდენობამ კი 77%-ით მოიკლო, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დრამატული კლებაა. აღნიშნული, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 20%-მდე გაზრდას უკავშირდებოდა, რაც, თავის მხრივ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების გვერდითი ეფექტი იყო. განაკვეთი შემდგომ 14%-მდე შემცირდა, ივნისში კი 9.5%-ზე ჩამოვიდა.


სომხეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი აპრილში 11.6%-ია, უცხოურ ვალუტაში კი 9.7%. სომხეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7-წლიან მაქსიმუმზე, 9.25%-ზეა.


რაც შეეხება საქართველოს, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე განაკვეთი 12.82%-ია აპრილის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში კი - 5.36%. 9.34%-ია ყველა ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო შეწონილი განაკვეთი. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზეა.


ყველაზე მაღალი განაკვეთები რეგიონში თურქეთშია, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 ივნისისთვის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 18.25%-ს შეადგენდა. თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14%-ზეა, განაკვეთის ზრდას პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ეწინააღმდეგება, პირიქით, შემცირებასაც კი აანონსებს ინფლაციის რეკორდული ზრდის მიუხედავად და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს „ყველა ბოროტების სათავეს“ უწოდებს.


https://www.bpn.ge/






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up