ბათუმში ბინების შესაძენად იპოთეკურ სესხს ნაკლებად იყენებენ, მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან

ბათუმში ბინების შესაძენად იპოთეკურ სესხს ნაკლებად იყენებენ, მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან

access_time2023-02-21 16:30:21

იპოთეკური სესხების ყველაზე დაბალი წილი დეველოპერული კომპანიების გაყიდვებში ბათუმშია, ამავდროულად ბათუმია ლიდერი არარეზიდენტებზე გაყიდვებით (50%),  ამის შესახებ ეროვნული ბანკი უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.


კვლევის მიხედვით, არარეზიდენტებს ქართულ საბანკო სისტემაში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საკრედიტო პროდუქტებზე. შესაბამისად მათი ალტერნატივაა საკუთარი თანხით უძრავი ქონების შეძენა ან შიდა განვადებაა. ბათუმში მდებარე სამშენებლო პროექტების 88% სთავაზობს კლიენტებს შიდა განვადების სერვისს, რითაც ის ლიდერია სხვა ქალაქებთან შედარებით. ყველაზე გრძელვადიანი შიდა განვადების შეთავაზებაც ბათუმში ფიქსირდება (საშუალოდ დაახლოებით 3 წელი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში 2 წელი); ამავე კვლევის თანახმად დეველოპერული კომპანიების გაყიდვების პროცესი თითქმის არასდროს გრძელდება 4 წელზე მეტი ხნით, ხოლო გაყიდვების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში საშუალოდ იყიდება სარეალიზაციო ფართის 66%. სწორედ ამით აიხსნება, რომ იპოთეკური სესხების ყველაზე დაბალი წილი დეველოპერული კომპანიების გაყიდვებში ბათუმშია.


კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მნიშვნელოვნება საბანკო სისტემაში მატერიალურად გაიზარდა. ბოლო ოთხ წელიწადში სექტორის საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბიზნეს პორტფელის 5,9%-ს შეადგენდა (1.516 მილიარდი ლარი).



„პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს სექტორმა მოსალოდნელზე უკეთესი მდგრადობა აჩვენა, რაც გარკვეულწილად როგორც სახელმწიფო, ისე საფინანსო სექტორიდან მიღებულმა შეღავათებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე არსებობს მოთხოვნის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა.


უცხოელების მონაწილეობა თბილისში სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 8,8%-მდეა გაზრდილი (სექტემბერი), თუმცა ეს ჩამორჩება 2019 წლის მაქსიმუმს, რომელიც 9% იყო ივლისის თვეში. აქედან გამომდინარე მყიდველების უმრავლესობას თბილისში საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. უცხოელების ტრანზაქციების ზრდა ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. მიუხედავად ამისა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობა ამ ტრანზაქციებში იმდენად სწრაფად არ იზრდება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსების რაოდენობა, ან თუნდაც რუსეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა. ეს უკანასკნელი 2022 წლის ოქტომბერში 7,7-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს. რუსეთის მოქალაქეების წილი სახლი/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში კი 0.9%-დან (იანვარი) 5%-მდე (ოქტომბერი) გაიზარდა თბილისში, ხოლო ბათუმში 5%-დან (იანვარი) 17,6%-მდე (ნოემბერი). შეიძლება ითქვას, რომ გზავნილების მცირე ნაწილი ხმარდება უძრავი ქონების შეძენას, უფრო მეტი კი სხვა ხარჯებზე მოდის (კვება, ქირა და ა.შ.)“, — ნათქვამია სებ-ის კვლევაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up