იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა Area.ge-ზე

იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა Area.ge-ზე

access_time2021-04-23 13:04:38

გაზაფხული ახალი ბინის შესაძენად საუკეთესო პერიოდია, მაგრამ თუ ამ საქმეში ფინანსური მხარე გიქმნით პრობლემას და არ გაქვთ დრო ბანკში მისასვლელად, რომ დეტალურად გაარკვიოთ იპოთეკური სესხის აღებასთან დაკავშირებული საკითხები, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.


უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა Area.ge-ზე შესაძლებელია იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა. არეა პლატფორმაა, რომელიც ბინის ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლში გიწევთ მეგზურობას და ახლა გაძლევთ საშუალებას, მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ.


როგორ მოვითხოვოთ იპოთეკური სესხი დისტანციურად ბინის შესაძენად?


ბინის ყიდვა Area.ge-ს მეშვეობით დისტანციურადაც შესაძლებელია. უძრავი ქონების ხსენებულ პლატფორმაზე განცხადებები მრავლადაა წარმოდგენილი. არეა მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციას,  როგორც ახალაშენებული, ასევე მეორეული და მშენებარე ბინების შესახებ. ფასის, უბნის, ფართის თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით, განცხადებების გაფილტვრის შესაძლებლობა მაძიებელს უმარტივებს  მის მოთხოვნებზე მორგებული ქონების ძებნას.


პლატფორმაზე განთავსებულია თითქმის ყველა დეველოპერული კომპანიის პროექტი დეტალური ინფორმაციით და ყველა გასაყიდი ბინით, რომელსაც თან ახლავს სრულყოფილი აღწერა. ეს კი იძლევა საშუალებას, სწორედ აქ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ბინა.



ბინის შერჩევის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი ონლაინ. არეა სთავაზობს მომხმარებელს კონკრეტული უძრავი ქონებისთვის იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობას. განცხადებაში ჩაშენებული ფუნქციონალი „მოითხოვე სესხი“ მაძიებელს აწვდის ყველა იმ საბაზისო ინფორმაციას, რამაც შეიძლება დააინტერესოს ის. მაგალითად, ინფორმაცია თანამონაწილეობის, განრიგის, პროცენტისა და ყოველთვიური გადასახადის შესახებ.


თუ მითითებული პირობები მისაღებია, შემდეგ  უნდა გადახვიდეთ მეორე ეტაპზე. შეავსოთ პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი და ელ-ფოსტა. სულ ესაა, მარტივი ფორმის ყველა ველში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით დასრულებულია  პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.


რა დრო სჭირდება იპოთეკური სესხის დამტკიცებას?


სესხის მოთხოვნის გაგზავნიდან ორ-სამ სამუშაო დღეში საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალების შესათანხმებლად და ყველა შემდგომ პროცედურას უკვე მასთან ერთად გაივლით. საერთო ჯამში 4-5 სამუშაო დღე საკმარისია იპოთეკური სესხის დამტკიცებისა და აღებისათვის.


შეცვალეთ ძველი ახლით, ისიამოვნეთ ახალი სახლით და დაფარეთ თანხა ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up