იპოთეკური სესხის მოთხოვნა Area.ge-ზე

იპოთეკური სესხის მოთხოვნა Area.ge-ზე

access_time2021-06-30 12:54:22

იპოთეკური სესხი - ეს არის სესხი, რომელიც გაიცემა სახლის, აგარაკის, კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით, საცხოვრებლად, ან გასაქირავებლად. სესხი გაიცემა ქონების უზრუნველყოფით, ეს შეიძლება იყოს თქვენს მფლობელობაში უკვე არსებული ქონება, ან ის რომლის შესაძენადაც იღებთ სესხს.

როდესაც ფინანსების სრულად მობილიზება ვერ ხერხდება ქონების შესაძენად, იპოთეკური სესხი კარგი საშუალებაა, მიზნების სისრულეში მოყვანისთვის.

როგორ ხდება იპოთეკური სესხის მოთხოვნა?

უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge  იპოთეკური სესხის დისტანციურად, ონლაინ აღების შესაძლებლობას იძლევა.

არეა გამოირჩევა უძრავი ქონების შესახებ არსებული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობით. პლატფორმაზე წარმოდგენილია როგორც მშენებარე და ახალაშენებული, ასევე მეორეული ბინები, სახლები, აგარაკები.

საიტზე არსებული საძიებო სისტემის დახმარებით, მონიშნავთ თქვენთვის მნიშვნელოვან მახასიათებლებს - უბანს, უძრავი ქონების ტიპს, ფართს, ფასს და დაიწყებთ შემოთავაზებული განცხადებების  განხილვას.

თითოეულ განცხადებაში მოცემულია იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი. ანუ, როდესაც შეარჩევთ ქონებას, იმავე გვერდზე შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხის თაობაზე.


დააჭირეთ სესხის მოთხოვნას და თვალწინ გადაგეშლებათ მარტივი ფორმა, სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის საჭირო თანხის რაოდენობა,  სესხის ხანგრძლივობა - თუ  რამდენი წლით გსურთ სესხის აღება და გადაითვალოთ ყოველთვიურად რამდენის გადახდა მოგიწევთ.

დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებისთანავე შეავსეთ სესხის ფორმა პირადი ინფორმაციით, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და.ა.შ და გააგზავნეთ მოთხოვნა. დაახლოებით სამ სამუშაო დღეში ბანკის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან და თქვენთან ერთად ჩაერთვებიან სესხის აღების პროცედურაში.

ასე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ აიღოთ იპოთეკური სესხი Area.ge - ს დახმარებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ სესხის მოთხოვნამდე?

სესხის აღება შეუძლია 22-70 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უდასტურდება შემოსავალი. ეს არ გულისხმობს მხოლოდ დარიცხულ ხელფასს, შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარმოდგენილ იქნეს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვებისა ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, ხანგრძლივობა კი მაქსიმუმ 20 წელი შეიძლება იყოს. გაითვალისწინეთ, ამ ეტაპზე იპოთეკური სესხს ევროში ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს.

ნუ იტყვით ოცნებებზე უარს, Area.ge  - მუდამ მზადაა გაგიწიოთ მეგზურობა უძრავი ქონების მოძიებისა და შეძენის პროცესში.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up