იპოთეკური სესხის მოთხოვნა ბინის შესაძენად

იპოთეკური სესხის მოთხოვნა ბინის შესაძენად

access_time2021-08-31 17:55:24

თუ ბინის შეძენა გსურთ და თანხა არ გყოფნით, ნუ იტყვით ოცნებებზე უარს. საბანკო სექტორი უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას შეიძინონ ბინა, ააშენონ სახლი ან იყიდონ მიწა იპოთეკური სესხის საშუალებით.


იპოთეკური სესხი ეს არის  გრძელვადიანი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომლის მიზნობრიობასაც წარმოადგენს უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი.


სანამ სესხზე დაიწყებდეთ ფიქრს, შეარჩიეთ ბინა უძრავი ქონების პლატფორმაზე Area.ge, სადაც წარმოდგენილია მშენებარე, ახალაშენებული თუ მეორეული ბინების შესახებ არსებული განცხადებები.


თუ ქონებას კონკრეტულ ლოკაციაზე ეძებთ და განსაზღვრული გაქვთ, ახალაშენებულ კორპუსში გინდათ ცხოვრება თუ მეორეულიც მისაღებია თქვენთვის; წინასწარ იცით,  რამდენი უნდა იყოს ბინის საერთო ფართი, ჯამში რამდენი ოთახი გჭირდებათ, შეგიძლიათ ეს კრიტერიუმები მონიშნოთ არეას საძიებო ველში და თქვენი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროთ განცხადებები. ამით დაზოგავთ დროს და ყურადღებას მხოლოდ ისეთ ქონებაზე გაამახვილებთ, რომელიც მიახლოებულია თქვენს მოთხოვნებთან.


ქონების შერჩევის შემდეგ უკვე საქმე ფინანსების მობილიზებაზე გადადის. უძრავი ქონების პლატფორმამ Area.ge უკვე შესაძლებელი გახადა, იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა ისე, რომ არ დაგჭირდეთ ბანკში მისვლა, დამღლელ რიგებში დგომა და მთელი რიგი პროცედურების გავლა.
არეაზე განთავსებულ გასაყიდი ქონების განცხადებებს ჩაშენებული აქვთ იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელიც იძლევა სესხის აღებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას, ხოლო მარტივი აპლიკაციის შევსებით აგზავნით ბანკში მოთხოვნას და ელოდებით ბანკის წარმომადგენლის ზარს. თუ რა მონაცემების შეყვანა დაგჭირდებათ სესხის მისაღებად ამ და სხვა დეტალების დასაზუსტებლად იპოთეკური სესხის დისტანციურად აღების გვერდს ეწვიეთ.



რა ღირს ბინები თბილისში და სხვა ქალაქებში?


ლოკაცია, ქონების სტატუსი და ფართი - ძირითადად  ეს სამი რამ განსაზღვრავს ბინების ფასებს. ყიდვისას სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ ზემოხსენებული  საკითხები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ღირებულებაზე.


თბილისის ცენტრალურ უბნებში, მაგალითად საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში 70-80 მ2, გარემონტებული ბინის ფასი 210,000 ლარიდან იწყება და 300,000 ლარამდე ადის. იგივე ფართის ბინას ვაკეში 460,000 – 650,000  ლარის ფარგლებში მერყეობს, გარეუბნებში სხვაგვარი ვითარებაა, გლდანში, ვარკეთილში, თემქაზე დაახლოებით ერთდაიგივე ფასებია,  ძველაშენებულ  80 მ2  ბინას 134,000 – 190,000 ლარად შეიძენთ.


თბილისს ფასებით არ ჩამოუვარდება ბათუმი, სადაც ტურისტულ სეზონზე ბინების დღიურად გაქირავებაზე დიდი მოთხოვნაა.


ზღვისპირა ქალაქში განსაკუთრებული მნიშვნელობა ზღვასთან სიახლოვესა და ხედებს ენიჭება, ძვირად ფასობს მაღალი სართულები, საიდანაც სანაპირო ზოლი ხელისგულივით მოჩანს. 80 – 90 მ2 ფართის გარემონტებულ ბინას ახალაშენებულ კორპუსში, ზღვასთან ახლოს, 306,000 – 400,000 ლარამდე სჭირდება, შედარებით დაბალი ფასები აქვს ძველ კორპუსებში არსებულ საცხოვრებლებს, ე.წ. იტალიური ტიპის სახლები კი ყველაზე დაბალფასიანია ბათუმში.


ქუთაისში ძველ პროექტებში 80 მ2 ბინას, საშუალო რემონტით 130,000 – 170,000 ლარადაც შეიძენთ, თუმცა ფასები იმატებს ახალი კორპუსების შემთხვევაში, ასეთი ტიპის ნაგებობაში იმავე ფართის საცხოვრებლის ფასი 156,000 ლარიდან იწყება და მაღლა მიდის.


შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ თბილისსა და საკურორტო ზონებში უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასებია. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ბინების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს  www.area.ge.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up