„იქნება მცდელობა, რომ რუსეთიდან „შავი ფული“ ჩემოდნებით შემოვიდეს“ – გიორგი კეპულაძე

„იქნება მცდელობა, რომ რუსეთიდან „შავი ფული“ ჩემოდნებით შემოვიდეს“ – გიორგი კეპულაძე

access_time2022-03-04 17:50:18

მხოლოდ 4 მარტს, საჯარო რეესტრს ახალი სუბიექტის რეგისტრაციით რუსეთის 154 მოქალაქემ უკვე მიმართა. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ვებ გვერდზე რეგისტრაციის მსურველთა ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. სახელმწიფო უწყებამ 154-დან 120 სარეგისტრაციო განცხადება მიიღო, ხოლო 34 განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია.


რომელ ბანკებში რეგისტრირდებიან რუსული კომპანიები და შეექმნება თუ არა პრობლემა ქართულ საბანკო სისტემას რუსების ასეთი რაოდენობის რეგისტრაციის გამო, ამ თემაზე „კომერსანტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.


„საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე ყოველთვის იყო დამოკიდებული, თუმცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს კიდევ უფრო გაიზარდა. ვაჭრობა, ტურიზმი და ფულადი გზავნილები აქამდეც მძლავრი იყო. რაც ახლა ხდება ეს ჩვეულებრივი ამბავია რუსებისთვის, რადგან ისინი კი არ გაურბიან პუტინის რეჟიმს, არამედ ელემენტარული საყოფაცხოვრებო კუთხით შეექმნათ პრობლემა, ამიტომ ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო. ამ პროცესში საჭიროა ეროვნული ბანკის ჩართულობაც, რადგან მან უნდა მისცეს კომერციულ ბანკებს დირექტივა, თუ როგორ მოიქცნენ ამ სიტუაციაში. მაგალითად, უკვე გვაქვს ბანკების მხრიდან გადადგმული სხვადასხვა ნაბიჯები, ზოგიერთი ამბობს, რომ გარკვეული პირობების მიხედვით გაუხსნის ანგარიშს რუსულ კომპანიას, ზოგიერთი საერთოდ არ უხსნის. ფინანსური თვალსაზრისით ეს ამ ეტაპზე დიდ გავლენას არ მოახდენს. იქნება მცდელობა, რომ რუსეთიდან ე.წ. შავი ფული ჩემოდნებით შემოვიდეს, რომელსაც აქ განათავსებენ ანგარიშებზე ან დაიწყებენ ბიზნესს. რუსეთს ტოვებენ არამარტო უცხოური კომპანიები, არამედ რუსული კომპანიებიც, რომლებიც ხვდებიან, რომ იქ ისე ვეღარ იმუშავებენ, როგორც აქამდე.



ის, რომ ჩვენ ასე დამოკიდებული ვართ რუსეთზე ფულადი გზავნილების თუ ვაჭრობის კუთხით - არის შეცდომა, რაც საშუალებას აძლევს მათ რომ ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ საკითხებში. რუსეთი საინქციებს იმის მიხედვით გვიწესებდა, თუ აქ ვისი გამოსვლა ან კომენტარი არ მოეწონებოდა. სრულად რომ გაუქმდეს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, ვერ გადაწონის იმ ფაქტს, რასაც თავისუფლება ჰქვია და სწორედ ასე უნდა იფიქროს დღეს ქართულმა ბიზნესმა“,  აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up