ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ვახტანგ სურგულაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების გამკაცრება, რომელსაც მთავრობა ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებით გეგმავს, შავი ბაზრის რისკს აჩენს. ვახტანგ სურგულაძე არ გამორიცხავს რომ შეიქმნას ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტიც.
„ეს არის ბიზნესი და რაც მეტ რეგულაციას მისცემ,მით მეტ ხრიკებს გიპოვი. მე არ ვარ ძალიან მემარჯვენე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფასების შეზღუდვებს და რეგულაციებს არ მოაქვს კარგი შედეგი. ბიზნესი მაინც იპოვის გამოსავალს და ეს აისახება მომხმარებელზე. იქნება შავი ბაზარი, ჩემოდნებით შემოტანა, ან გაქრება ხარისხიანი მედიკამენტები,“ - აცხადებს სურგულაძე.