იქნება თუ არა შედეგიანი ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდაში

იქნება თუ არა შედეგიანი ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდაში

access_time2021-12-04 20:00:47

2022 წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში სავალდებულო ხდება. ამ შემთხვევაში, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე.  ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო გახდება. 

ცვლილებებია მოპედით გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. 2022 წლის 28 მარტიდან სავალდებულო გახდება მოპედების რეგისტრაცია. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მართვის მოწმობის ფლობა იმ პირისთვის, ვისაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება სურს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, ცვლილება ფასადურია და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება.

„აღნიშნული ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ეკიდება ზედაპირულად და უბრალოდ იმ ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას ახდენს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული.“ ‒ აცხადებს ვასო ურუშაძე. 

მისივე თქმით, დღეს მოსახლეობის მთავარი პრობლემა საგზაო უსაფრთხოების საკითხში არსებული დაბალი კვალიფიკაცია და განათლების დონეა: 

„მათ იციან ავტომობილის მართვა, მაგრამ ცოტა რამ იციან ე.წ. საგზაო უსაფრთხოების შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევების ძალიან ცუდი და სავალალო სტატისტიკა.  

ამიტომ, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა ყოფილიყო განათლების დონის ამაღლება და არა გამოცდების გამკაცრება. მხოლოდ ამ ცვლილებით კვლავ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ტექნიკურად ემზადებიან მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად.“

ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართულებით აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და ავტოსკოლების რეფორმის გატარება:

„ყველა იმ პირს, ვინც გადაწყვეტს, რომ სურს მართვის მოწმობის აღება, სახელმწიფო უნდა ავალდებულებდეს, რომ გაიაროს სპეციალური მომზადება კვალიფიციურ ავტოსკოლაში. გამოცდა უნდა იყოს მეორე ეტაპი, რომელიც უბრალოდ გადაამოწმებს აღნიშნული პირის განათლებას. განათლების გარეშე გამოცდები შედეგს ვერ მოგვცემს.“ 

მისივე თქმით, ადამიანები არ არიან ინფორმირებულები, თუ როგორი მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხო მართვა; როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც შეიძლება აღმოვჩნდეთ ავტოკატასტროფის წინაშე და ა.შ. 

„უამრავი საკითხია, რომლის შესახებაც მძღოლი უნდა იყოს ინფორმირებული. მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. 

ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთს, ავტომობილის უსაფრთხო მართვას და არა რაიმე სახის ფორმალობას. საქართველოს მთავრობამ დაკარგა მიზანი, რის გამოც არსებობს მართვის მოწმობები.“ ‒ აღნიშნავს იგი. 



გთავაზობთ ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას და სტანდარტებს:

საფრანგეთი

ფრანგული მართვის მოწმობის აღება შესაძლებელია ავტოსკოლის დამთავრებისა და ორეტაპიანი გამოცდის ჩაბარების შემდეგ. ტესტი შედგება თეორიული და პრაქტიკული გამოცდებისგან.

ჯერ თეორიის გამოცდა უნდა ჩააბაროთ. შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, გაქვთ პრაქტიკული გამოცდის ხუთი მცდელობის უფლება, რომელიც მოიცავს 25-წუთიან მგზავრობას ნორმალური მოძრაობის პირობებში. პირველადი დახმარების ცოდნაც ტესტის შემადგენელი ნაწილია.

თუ გამოცდას ვერ ჩააბარებთ, შეიძლება, მრავალი თვე დაგჭირდეთ ხელახლა გადაბარებისთვის. 

მართვის მოწმობის მიღების მინიმალური ასაკი მოტოციკლისთვის 16 წელია, ავტომობილისთვის – 18 და ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის – 21 წელი.


ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში მართვის მოწმობებს გასცემს ცალკეული შტატი და არა ფედერალური მთავრობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შტატს აქვს საკუთარი სახელმძღვანელო მითითებები, აშშ-ის მართვის მოწმობის მისაღებად, ჩვეულებრივ, საჭიროა:

მხედველობის ტესტი; აშშ-ში კანონიერი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთი; თეორიული ტესტი; ამერიკული საგზაო ნიშნების შესახებ ცოდნის ტესტი (მათ შორის, ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა საგზაო ნიშნების გასაგებად); პრაქტიკული მართვის ტესტი.

ზოგიერთმა შტატმა, შესაძლოა, მართვის მოწმობის აღების მსურველი გამოცადოს ავტომაგისტრალზე მართვის უნარში. ბევრი შტატი ასევე მოითხოვს კომპეტენციის დემონსტრირებას პარალელურ პარკირებაზე. როგორც კი მძღოლის სავარძელში მოთავსდებით, გამომცდელმა შეიძლება მოგთხოვოთ მანქანის სხვადასხვა კონტროლის იდენტიფიცირება და დემონსტრირება. 

„სრული ლიცენზიის“ ან „შეუზღუდავი ლიცენზიის“ მინიმალური ასაკი მერყეობს 16-დან 18 წლამდე, შტატის მიხედვით. თუმცა, ახალ მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, წინასწარ მიიღონ შეზღუდული ლიცენზია ან მოსწავლის ნებართვა. მოსწავლის ნებართვის მინიმალური ასაკი 14-დან 16 წლამდეა, შტატის მიხედვით.


აზერბაიჯანი

ლეგალური მართვის ასაკი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 14 წელია ველოსიპედის ან ეტლისთვის; 16 წელი – A1 კატეგორიის მანქანებისთვის; 18 წელი – A, B და C კატეგორიებისთვის; 19 წელი – BE კატეგორიისთვის; 21 წელი – CE და D კატეგორიებისთვის და 24 წელი – DE კატეგორიისთვის. სამხედრო მოსამსახურეებს კანონმდებლობით განსაზღვრული 19 წლის ასაკიდან შეუძლიათ მიიღონ CE, D და DE კატეგორიის მანქანების მართვის უფლება.

მართვის მოწმობის აღების მსურველმა უნდა გაიაროს პრაქტიკული (საქართველოში ამჟამად მოქმედი გამოცდის მსგავსი) და თეორიული გამოცდა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარების შესახებ.  გამოცდები ჯერ თეორიულ, შემდეგ პრაქტიკულ საკითხებში ტარდება. მსურველებს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე. გამოცდების ხელახლა ჩაბარება პირებს 20 დღის შემდეგ შეუძლიათ.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up