ირაკლი ბენდელიანი: გერმანელ ექსპერტებს მეწყრული პროცესების მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში დიდი გამოცდილება აქვთ

ირაკლი ბენდელიანი: გერმანელ ექსპერტებს მეწყრული პროცესების მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში დიდი გამოცდილება აქვთ

access_time2021-03-22 15:20:00

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაც აქტიურად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო და აღნიშნა, რომ საზოგადოებას კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში მიაწვდის.


„დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფი დილიდანვე გასულია და მიმდინარეობს შესწავლის ღონისძიებები. მთელი დღის განმავლობაში, ეს ჯგუფი უნდა იყოს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი უკვე მერიაში გვექნება შეხვედრა. კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც ბუნებრივი პროცესია. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტ კომპეტენტურ პირს, კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ერთობლივად გამოვიტანოთ დასკვნები და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ის კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ადგილზე იმყოფებიან, გამოცდილია მსგავსი პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ჯგუფი იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებული მეწყერის დროსაც და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მათი ჩართულობით მოხდა. ასევე, ეს ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული შეშელიძის ქუჩაზე არსებულ სამუშაოებში. ვინაიდან, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი კომპეტენტურია და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ მოხდა პროცესში მათი ჩართულობა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.


მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. მეწყერის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 16 მარტიდან აიკრძალა.



„ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში ხორციელდება. დღესაც იქნება მათთან დამატებითი შეხვედრა, წინა დღეებშიც იყო. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყრული პროცესები განვითარდეს, მოსახლეობა არ ცხოვრობს. ვინაიდან, მიმდინარეობს ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს, ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შემდეგ შეიტყო მერიამ ამის შესახებ, ან კიდევ უფრო უარესი, თითქოს, ვიღაცამ იცოდა და მალავდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეწყრული პროცესები როგორც კი გააქტიურდა, იმ წუთიდანვე ვიცოდით, რადგანაც მუდმივი მონიტორინგი არსებობდა და მომავალშიც ასე იქნება. შესაბამისად, 15 მარტს გავავრცელეთ განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ მეწყერმა მიაღწია მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებისთვის საშიშ მდგომარეობას, არსებობდა გარკვეული სახის რისკები და 16 მარტიდან გზა ჩაიკეტა“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.


მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები, პარალელურად კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.


თბილისის მერია საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ოპერატიულად უზრუნველყოფს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up