ირაკლი ბერაია: „საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო“

ირაკლი ბერაია: „საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო“

access_time2022-11-20 13:46:43

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საქართველოს დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ესაუბრნენ.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე იქნა მიღებული.

„ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების გარეშე. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთის მხრივ მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს საჭიროებას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.



radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up