ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე - ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია

ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე - ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია

access_time2020-03-03 14:30:45

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტისა, რომელიც განახორციელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერევანში, რამდენიმე თვის წინ. თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კვლავაც გააგრძელებს განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის ნაწილია ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, ის საერთო პროექტები, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული გეგმები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც კი ცხადჰყოფს, თუ რაოდენ ფართოა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა იყო ძალიან ნაყოფიერი, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული და თითოეულ თემატიკასთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ან შესაბამისი დავალებები გაიცა.



„ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია, რამაც უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობა უნდა მოიტანოს," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up