ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ,  აიღონ პასუხისმგებლობა  მარნეულისა და ბოლნისის სრულ უზრუნველყოფაზე

ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ, აიღონ პასუხისმგებლობა მარნეულისა და ბოლნისის სრულ უზრუნველყოფაზე

access_time2020-03-23 13:40:00

საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე. აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე ძალაშია შესული გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც.



„ამ ეტაპისთვის, ადგილზე ვითარება არის დამაკმაყოფილებელი. როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე, თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლის ქვეშ და დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვისურვებდით, რომ საერთოდ არ მიგვემართა ასეთი ზომებისთვის, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს.



დღეისათვის, ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტები, რომელიც აუცილებელია და არის კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა, როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო სერვისებზე და რა თქმა უნდა, საბანკო სერვისებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას, მაგრამ დღის განმავლობაში ეს საკითხები მოგვარდება.




ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც განაგრძობენ მუშაობას.



„თუმცა, ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, რომელიც საჭიროა იმ ობიექტებისთვის, რომელიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ვგულისხმობ, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულ ობიექტებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს.



„ის არის ყოველდღიურ და ყოველწუთიერ კონტაქტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინიც სრულად იღებენ დავალებებსა და გადაწყვეტილებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს სრულად ინფორმირება მთლიანად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, იმ ვითარების შესახებ, რა ვითარებაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ასევე, ისინი შეისწავლიან იქ არსებულ, ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა იმ ობიექტის, იმ ადამიანის, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე წუხილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ყველაფერი იყოს დროზე გამოკვლეული. თქვენ იცით, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები. ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტში არ გადაადგილდება შიგნით არანაირი ტრანსპორტი, არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში და შესაბამისად, კიდევ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up