კრედიტინფოს მენეჯმენტს მე-5 დირექტორი დაემატა. აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ელაშვილი დაინიშნა, რომელიც წარსულში იყო TBC-ის წამყვანი მენეჯერი, ალფა კაპიტალის მმართველი და ფინკას გენერალური დირექტორი.
კრედიტინფოს სამეთვალყურეო საბჭო სებ-ის რეგულაციის შესაბამისად გამსხვილდა. აქამდე მმართველობითი ორგანო მხოლოდ აქციონერების (TBC; BGEO, PROCREDIT, Creditinfo International GmbH ) 4 წარმომადგენლით ( ნინო მასურაშვილი, ლევან კულიჯანიშვილი, ალექსი მატუა, სეტ მარქსი) იყო დაკომპლექტებული.
13 ოქტომბრიდან კრედიტინფოს ბაზაც გამსხვილდა. 3 მლნ-იანი ზღვარი გაიზარდა და ნოემბერში უკვე განახლებული სტატისტიკა გამოქვეყნდება - ინფორმაციას 10 მლნ ლარამდე მსესხებლების ისტორიის მიხედვით.
1 მარტისთვის კი მონაცემთა ბაზას ფულადი გზავნილებიც დაემატება.
კრედიტინფოს სექტემბრის ანგარიშის თანახმად ბაზაში სულ 2 მილიონი მსესხებელია, მათ შორის, 1,601 მილიონი აქტიური მომხმარებელი ბანკების კლიენტია.
სესხების საერთო მოცულობა 35.3 მლრდ (L/m - ₾ 34.9 მლრდ) ლარია. აქედან კომერციულ ბანკებზე 90% - 31.8 მილიარდი ლარი მოდის (L/m- 31.8-91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.
წყარო: gbc.ge
ფოტო: forbes.ge