ირაკლი ერაძე ელისაშვილს: “არ შეიძლება პოლიტიკოსობაზე ამბიციის მქონე კაცი ტელევიზიით გამოდიოდე და საპენსიო საკითხებზე ტყუილებს ყვებოდე”

ირაკლი ერაძე ელისაშვილს: “არ შეიძლება პოლიტიკოსობაზე ამბიციის მქონე კაცი ტელევიზიით გამოდიოდე და საპენსიო საკითხებზე ტყუილებს ყვებოდე”

access_time2022-02-04 16:30:53

“არ შეიძლება პოლიტიკოსობაზე ამბიციის მქონე კაცი ტელევიზიით გამოდიოდე და საპენსიო საკითხებზე ტყუილებს ყვებოდე”, – ამის შესახებ ფინანსისტი ირაკლი ერაძე სოციალურ ქსელში წერს.



“ბანკები და ფინანსები” ერაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



“ბატონმა ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili-მა ორი დღის წინ ისევ საპენსიო საკითხებზე ილაპარაკა. იმდენი ხანი იყო ჩუმად, მეგონა მიხვდა ამ თემებზე მისი მსჯელობა არასერიოზულად რომ გამოიყურებოდა, თუმცა ასეც არ ყოფილა, ისევ ჩვეულ სტილში გამოვიდა და ისევ “ძველ ჩვენებას მიაწვა”. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელი პოლიტიკური კლასი ყველაფერს აკეთებს საკუთარი ვიწრო პარტიული და მერკანტილური ინტერესების გასატარებლად. ყველაფერს ამბობენ, ყველაფერს ლაპარაკობენ თან ისე, რომ საკითხის პროფესიულ ასპექტებზე მსჯელობაც კი არ უნდათ. ეს პოპულიზმი ოდესმე უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება პოლიტიკოსობაზე ამბიციის მქონე კაცი ტელევიზიით გამოდიოდე, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის გარეშე მოსახლეობას მხოლოდ საარჩევნო ხმად აღიქვამდე (შეიძლება წესიც კია ესეთი და მე არ ვიცი), ტყუილებს უყვებოდე და არასწორ მოლოდინებს ქმნიდე – ეს უბრალოდ ამორალურ საქციელს უფრო ჰგავს ვიდრე პენსიონერების პრობლემებზე ზრუნვას.



ახლა რამოდენიმე კონკრეტული კითხვა მექნება ბატონ ალეკოსთან და იმედი მაქვს საჯაროდ მიპასუხებს, აქვე ამ პოსტის ქვეშ.



1) ბატონო ალეკო, თქვენ ამბობთ, რომ დღეს პენსიონერებზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები უსამართლოა, რომ ეს ძარცვაა და ა.შ. მაინტერესებს, ფლობთ თუ არა ინფორმაციას რამდენია ანალოგიური ტიპის სესხებზე ბაზარზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და უშუალოდ რასთან მიმართებით არის ერთი კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტი უსამართლო?



2) თქვენ ამბობთ, რომ “პროცენტი აუცილებლად დაიწევს”. იქნებ საჯაროდ განმარტოთ კონკრეტულად რა გარემოებები გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და თქვენი აზრით რა ნიშნულამდე შეიძლება საპროცენტო განაკვეთების შემცირება? აქვე დააზუსტეთ, ეს ნიშნული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება თუ ნომინალური?




3) ასევე მაინტერესებს, რამდენი უნდა იყოს საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებზე გაცემული კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომ ამას პირადად თქვენ სამართლიანი დაუძახოთ? აქვე დავაზუსტებ, კონკრეტულად რა ფაქტორებს ითვალისწინებთ, როდესაც ამა თუ იმ კრედიტის საპროცენტო განაკვეთს სამართლიანად ან უსამართლოდ მიიჩნევთ?



4) ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს 4-ჯერ მეტი კრედიტები აქვთ აღებული ლიბერთის გარდა დანარჩენ საბანკო სექტორში. ა) ფლობთ თუ არა ამ ინფორმაციას?; ბ) გაქვთ თუ არა შესწავლილი სხვა ბანკებში არსებული საპროცენტო განაკვეთების სამართლიანობა/უსამართლობის საკითხები?; გ) აპირებთ თუ არა ისეთივე წარმატებით გააპროტესტოთ სხვა ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები?;




5) კიდევ მაინტერესებს კონკრეტულად რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად? ეს ყველაფერი კომერციული ბანკის ინტერესების ხარჯზე უნდა მოხდეს, თუ სახელმწიფომ მოქალაქეთა ერთი ნაწილის ფულით უნდა დაასუბსიდიროს მოქალაქეთა მეორე ნაწილის კრედიტების საპროცენტო განაკვეთები?




6) და ბოლო შეკითხვა, თქვენი აზრით, საერთოდ ხომ არ ჯობს საკანონმდებლო დონეზე დააყენოთ კანონ-პროექტის ინიცირების საკითხი, სადაც საერთოდ აიკრძალება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებისთვის სესხის გაცემა. საერთოდ არ მივცეთ ამ ადამიანებს სესხები და კრებაც მხიარული დარჩება და თქვენც გმირი გამოხვალთ, ზუსტად გეცოდინებათ, რომ არცერთი კომერციული ბანკი აღარ “ძარცვავს” და “ატყავებს” საპენსიო ასაკის ადამიანებს. (იმედია მიხვდებით  ამ კითხვის სარკასტულობას, თუმცა თქვენი მსეჯელობებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ არ გეჩვენებოდეთ ეს საკითხი სარკასტულად)




P.S. – ბოლოს იქნებ გვითხრათ, როდის აპირებთ პოპულიზმის გარეშე (რომელიც საბოლოო ჯამში უცილობლად ისევ იმ ადამიანებს აზარალებს ვისთვისაც „ზრუნავენ“) , კონკრეტული ანალიზის და მათემატიკის საფუძველზე გაგვაგებინოთ, უშუალოდ რა გნებავთ? რა მოთხოვნები გაქვთ ამ საკითხის ირგვლივ?



P.P.S. – იქნებ ასევე გვაცნობოთ კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაასრულებთ ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით საუბარს ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიც საბანკო სისტემა და ფინანსებია?”, – წერს ერაძე.


Bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up