საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით 50%-მდე შემცირდა

საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებით 50%-მდე შემცირდა

access_time2022-01-10 11:27:33

2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.

 


როგორც პრემიერმა აღნიშნასწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა,  მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.

 


 

სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრებიკერძოდმთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდახოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლადშემცირდა მშპ- 6.1%-მდეასერომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვისრომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ დავასრულეთ გასული საბიუჯეტო წელი და როგორია 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელსაც ჰქონდა ქვეყანას“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს - როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე ეკონომიკურად ყველაზე რთულ პირობებში, შესაბამისად, 2021 წელს ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო.


„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა მაშინ 4,3%-ს; მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პროგნოზირებული იყო 53,4 მილიარდი ლარის ოდენობით; მთავრობის ვალის პროგნოზი იყო მშპ-ს 60 პროცენტზე მაღალი; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენდა მშპ-ს 7,6%-ს. 

2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად - იანვარში გვქონდა 11.5-პროცენტიანი ეკონომიკური კლება, ფაქტობრივად, ვიყავით ლოქდაუნის რეჟიმში, ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელებითა და სამწუხაროდ, ადამიანური დანაკარგით.

მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა მარტი-აპრილის თვიდან, როდესაც ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში უპრეცენდენტოდ მაღალი - 44.8 პროცენტიანი  ეკონომიკური ზრდა. ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესი.
11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. ჯამში, 10.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით - 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7 პროცენტი, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ - 28.7 პროცენტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან მიმართებით 112 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა. უნდა აღნიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 პროცენტს აჭარბებს (ნოემბერში 55%); პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4 პროცენტით გაიზარდა; პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშს დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში - 6.1 პროცენტული პუნქტით. წლიურად ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, დაუბრუნდება 5-პროცენტიან მაჩვენებელს, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up