ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება

ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება

access_time2022-06-01 13:40:00

2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება, - ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის შესახებ პრემიერის წერილობით მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.


დოკუმენტის მიხედვით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.


„2021 წელს გადამუშავდა და დამტკიცდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები. გარდა შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური განახლებისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას საშუალო საფეხურზე დაემატა საგანი − საქართველოს ისტორია.


2022-2023 სასწავლო წლიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება ჭადრაკი.



მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სასწავლო გეგმების გადამუშავება. მომზადდა და დამტკიცდა საგნის − „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ − განახლებული სტანდარტი, რომელიც დაწყებით საფეხურზე II, III და IV კლასებში ინერგება.


სკოლებში პილოტირებას გადის ე. წ. „ექიმის საათი“, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კვალიფიციური და გადამზადებული სკოლის ექიმები აწვდიან ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზების, ძალადობის ნიშნების ამოცნობის, თანასწორობის, კიბერბულინგისა და უფლება-მოვალეობების შესახებ.


აქტიურად მიმდინარეობდა ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი გრიფირების განახლებული პროცედურებით. 2021 წელს დასრულდა საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება და 2022 წლიდან დაიწყო საშუალო საფეხურზე, X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები უკვე X კლასის ჩათვლით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2023 წელს დაგეგმილია როგორც XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების, ასევე დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გრიფირება.


წელს, პირველად, სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, ჩააბარონ მშობლიური ენის გამოცდა და ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up