ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის შემთხვევაში გარანტირებული დაკვეთებს პირდება

ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის შემთხვევაში გარანტირებული დაკვეთებს პირდება

access_time2022-02-14 11:55:00

ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორს ვთავაზობთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით 1-2% იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.



პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, ეს იდეა პრაქტიკაში წარმატებით განახორციელა და 3-5 წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შეასრულეს.


„გვაქვს მეორე ინიციატივა, ამის თაობაზე ეკონომიკურ გუნდთან უკვე მქონდა განხილვა და ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ახლა, ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და გარკვეული არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა. გვსურს შემდეგი შეთავაზება გავუკეთოთ სამშენებლო სექტორს. როგორც უკვე აღვნიშნე, ერთის მხრივ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და მეორეს მხრივ, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანიც დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე. ამ ინიციატივით, ჩვენ მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს არის ძალიან მინიმალური, ვფიქრობ, რომ მილიარდ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას. მინდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის განვმარტო: მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, პოლიციის შენობების აშენება- რეაბილიტაცია, განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პროექტები, იუსტიციის სამინისტროს, ყველას, აღარ ჩამოვთვლი, ასევე ინფრასტრუქტურას, იქნება ეს წყალმომარაგების თუ სხვა პროექტები, ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი, სამ და ხუთ წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შევასრულეთ, ბატონო ჯუანშერ, გახსოვთ კარგად, იქნებოდა ეს ბაზების მშენებლობა, შესყიდვები, ავტომობილების განახლება თუ სხვა უამრავი პროექტი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვახორციელეთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაახლოებით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ და მეორეს მხრივ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მით უმეტეს, პირდაპირ დაკავშირებულია ამ საზოგადოებრივ სამუშაოებთან, რომელსაც ახლა დავიწყებთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება მინიმუმ ერთიდან ორ პროცენტამდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი. ამიტომ, ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ, მე მინდა ამის თაობაზე ბატონ ლევან დავითაშვილს დავავალო, რომ დაიწყოს აქტიური შეხვედრები, გამართოს ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ პროექტს, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up