ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ აცრა გვიცავს სიკვდილისგან და ეკონომიკის აღდგენა სწორედ ვაქცინაციაზე გადის

ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ აცრა გვიცავს სიკვდილისგან და ეკონომიკის აღდგენა სწორედ ვაქცინაციაზე გადის

access_time2021-08-26 20:00:00

მთავრობამ, პანდემიის პერიოდში, ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ყველა პაციენტს, რომელიც დაინფიცირდა კოვიდ-19-ით, მთავრობა პატრონობს. იქნება ეს სახლის პირობებში, სასტუმროებში თუ საავადმყოფოებში, მათ, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სწორედ ის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის და მკურნალობის გარეშე.



„გავიხსენოთ შედარებისთვის, რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. რამხელა სხვაობაა ახლა, როგორი შედარებაა. მაშინ ჩვენ ვებრძოდით ერთ-ერთ ყველაზე დიდ აგრესიულ ძალას და როგორი ქაოსი იყო ქვეყანაში. აი, როგორ იმართებოდა ყველაზე დიდი კრიზისი მაშინ, იმ დროს. როგორ არაფრად მიაჩნდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე 1 წელი ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის და მათთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გამიკეთებია. ძალიან კარგად ვიცი, როგორი ღალატი ჩაიდინეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა პირდაპირ მიატოვეს ჩვენი გმირები ბრძოლის ველზე. ამ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისმენთ ძალიან ბევრ მიზანმიმართულ ცილისწამებას, პანიკას და შეხედეთ ტელევიზიებში რა ხდება? მიზანმიმართული პანიკის დათესვა ყოველდღიურად. კოვიდ-პანდემია არის მთელს მსოფლიოში, მეგობრებო და ვერავინ შეაკავა, ვერც ერთმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ყოველდღიურად ასი ათასი შემთხვევაა და ძალიან ბევრი გარდაცვალება და ა.შ. ყველგან, ევროპის ქვეყნებში, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი - ყველგან ხდება. პატარა საქართველომ მოახერხა ის, რომ პირველი და მეორე ტალღა ზოგადად წარმატებით ვმართეთ. მაშინ ყველა, მთელი მთავრობა, მთელი გუნდი იყო ჩართული. გასაგებია, შემდეგ დიდხანს გაიწელა ეს დაკეტვა, ე.წ ლოქდაუნები და ამან გამოიწვია ჩვენი ათასობით მოქალაქის სამსახურის გარეშე დატოვება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ოკუპაციის შემდეგ, არ შეიძლება შენი მოქალაქეები დიდხანს დატოვო სამსახურის გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.



ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამიტომაც, დაიწყო ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, გააზრებულად ეკონომიკის გახსნა.
„დაახლოებით 6 თვის წინ, დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად მოვაგვარეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც კურნავს და რომელიც იცავს ჩვენ მოქალაქეებს სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი. არავინ და ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს. ოჯახშიც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი, აიცრას თუ არა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აქტიური კომუნიკაცია ფაქტებით და არგუმენტებით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები აცრის აუცილებლობაში. დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეზობლები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები. რაც მთავარია, სწორედ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის აღდგენა და სწრაფი ტემპით აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას. ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის უპრეცედენტო. მთელს მსოფლიოში ახლა არსად არ ხდება ასეთი რაღაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს გააჩენს დამატებით დოვლათს“, - განაცხადა პრემიერმა.




მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, შესაძლებელი გახდა სულ რაღაც 5 თვეში ბიუჯეტის 1,2 მილიარდი ლარით გაზრდა, შესაბამისად, დაფინანსდა მეტი პროგრამა, მათ შორის გაიზარდა ბავშვების სოციალური დახმარებები, ჯანდაცვა დაფინანსდა 600 მილიონით და ა.შ.



„დაფინანსდა უამრავი პროექტი, რომელიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში. ამ დამატებითი ბიუჯეტით შევძელით ის, რომ მაგალითად ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია ახლავე დაიწყება და ხვალიდან ტენდერს ვაცხადებთ. 5,5 მილიონი დაჯდება ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაცია. სხვა უამრავი დამატებითი პროგრამების დაფინანსებას შევძლებთ. იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სკოლების რეაბილიტაცია, ბაღების აღჭურვა თუ სხვა. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო, მშვიდად, მტკიცედ და ორგანიზებულად. ჩვენ არ უნდა დავიბნეთ, არ უნდა დაიბნეს საზოგადოება და ჩვენ უნდა დავეხმაროთ. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად მიიტანოს თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაცია, ავუხსნათ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up