ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში

access_time2021-09-30 14:00:00

აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და სწორედ თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წლიდან მთავრობა უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას იწყებს, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.


„დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ერთგვარი შეჯამება იმ თანადაფინანსებული პროექტებისა, რომელიც სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და აშ.. ამ პროგრამების დაფინანსებით ჩვენ ჯამში 1800-ზე მეტი პროგრამის და პროექტის დაფინანსება შევძელით. აქ შედის საწარმოები, გადამამუშავებელი მეურნეობები და უამრავი პროექტი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსდა. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონი მთავრობის თანადაფინანსებაა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მილიარდ 800 მილიონია დაფინანსებული, აქედან 190 მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება. ჯამში შეიქმნა 53 000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 87 000 ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხმარება იმას, რომ ეტაპობრივად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, სიღარიბე დავძლიოთ და მეტი ადამიანი ამოვიდეს გაჭირვებიდან. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს, 2022 წლიდან ვიწყებთ უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას, ვაპირებთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანია მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ის, რომ ქვეყანა და ჩვენი ხალხი გახდეს თვით უზრუნველყოფილი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.



ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ დღეს გამოქვეყნდა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 10,3% შეადგინა აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია. ეს არის უპრეცედენტო მთელს რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ ამ თანადაფინანსებების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up