ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე-დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე-დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

access_time2021-06-25 21:20:00

დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი.



„ანაკლიის პორტზე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა, სრულ მხარდაჭერას გიწევდით და გიდასტურებდით ამ პროექტთან მიმართებაში. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე მე და შემდეგი პრემიერებიც ყოველთვის მხარს გიჭერდით. ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარეც, მოგეხსენებათ, მხარს გიჭერდათ ამ პროექტში.
უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ თქვენ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. უფრო მეტიც, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი, რაც იყო უპროცედენტო ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. მას შემდეგ მოგეხსენებათ, მე ბოლო 4 წელი არ ვიყავი მთავრობაში და როგორც მთავრობის წევრებისგან ვიცი, თქვენ არა ერთხელ- სამჯერ თუ ოთხჯერ გადაგივადეს. პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. შემდეგ სამწუხაროდ წავიდა პოლიტიკური, სპეკულაციები და საუბარი იმაზე, რომ თითქოს მთავრობა გიშლით ხელს და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი.


დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. უფრო მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსებაზეც მიიღეთ გარანტია, საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც.


აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გვივლია ამერიკაშიც მათ შორის ამ პროექტით, გაეროს ტირბუნიდან, ყველა პლატფორმაზე გქონდათ სრული მხარდაჭერა და სამწუხაროა,რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up