ირაკლი ღარიბაშვილი - ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე

ირაკლი ღარიბაშვილი - ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე

access_time2022-02-24 01:00:00

შარშან ამ დროს, როდესაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მოგეხსენებათ, ძალიან მალე გავხსენი ეკონომიკა და კიდევ კარგი, ეს გავაკეთე, არ მოვუსმინე ძალიან ბევრს და მართალი აღმოვჩნდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ბიზნესმაც დაინახა, ეკონომიკა გაცოცხლდა და ყველაფერმა ისევ დაიწყო მუშაობა.


„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“. მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის „ომიკრონი“. ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის, რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს და ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი ექიმის თუ მეცნიერის ნათქვამი. მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას - მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე. მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება მოსახლეობას ზედმეტი ახსნები, ყველა უყურებს და აანალიზებს, რა ხდება მსოფლიოში. მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, იქნებოდა ეს ბრიტანული, ინდური, „დელტა“, თუ სხვა შტამები, „ომიკრონზე“ უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ. ვართულებ სიტუაციას, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვთქვი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავარწმუნოთ 50 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მათზე უნდა მოხდეს კონცენტრირება. ნუთუ, ეს არის გაუგებარი. აცრილებს, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქად გადააქვთ. მე, მაგალითად მქონდა „ომიკრონი„, სულ ორი დღის განმავლობაში მქონდა გარკვეული სიმპტომები და ძალიან მსუბუქად გადავიტანე, მაგრამ ზოგს შეიძლება უფრო რთულად აქვს. დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონობით ვაქცინა, მე არჩევანი მივეცი მოსახლეობას. კატეგორიულად ვთქვი , რომ აქ არ იქნება სავალდებულო აცრა, მე ამის მჯერა და ასე უნდა იყოს, რომ ჩვენ არ და ვერ შევუზღუდავთ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



რაც შეეხება პირბადეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.


„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, ინფიცირების რაოდენობა წამოვიდა ქვემოთ. ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა არ არის, პიკმა მსუბუქად გადაიარა, ასე, რომ ყველაფერი არის ნორმალურად და კონტროლის ქვეშ. სამწუხაროა, რომ სიკვდილიანობა ჯერ კიდევ გვაქვს და დღეში რომ 30-40 ადამიანი გვიკვდება, ეს არის დიდი პრობლემა, ამიტომ ვიმეორებ, უნდა მოვახდინოთ იმ ადამიანების აცრა, რომლებიც არიან 50 წლის ზემოთ და სხვა ქრონიკული დაავადებებით. სხვები, რა თქმა უნდა, ყველანი, ვინც არ ვართ აცრილები, უნდა ავიცრათ, ნებაყოფლობით, ეს ჩვენი უფლებაა. „ომიკრონ“-გადატანილი, ისევ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს დავეყრდნობი, უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე ბუსტერ-დოზიანი. კიდევ ერთი მინისტრი, რომლის გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“. ახლა თქვენ ამიხსენით, რა ხდება, ვარ თუ არა მართალი. მე რომ არ ვყოფილიყავი „ფაიზერით“ ორჯერ აცრილი, ალბათობა იმისა, რომ უფრო რთულად გადავიტანდი „ომიკრონს“, იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ვინაიდან მე ჯერ მქონდა კოვიდი, შემდეგ ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“, ძალიან მსუბუქად გადავიტანე. ასე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მიუხედავად ასაკისა, ყველანი ავიცრათ და ვატაროთ პირბადე, ვიდრე გავაუქმებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up