ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

access_time2022-09-16 16:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, - განაცხადა პრემიერმა.



არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის მეთაური ათონის მთაზე მიიწვია.




„მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ქართველებს მადლი გაქვთ, ღვთის მადლი, ნათლობის მადლი გაქვთ სახეზე. როგორც მოგახსენეთ, პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ, და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობა გეკავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, და აკეთებთ კიდევაც, და გმადლობთ ამისთვის. იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა.



არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თავის მხრივ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტ ეფრემს წმინდა ნინოს ხატი გადასცა საჩუქრად.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე ესწრებოდა.



შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ეფრემს სადილზე უმასპინძლა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up