ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა

access_time2021-12-28 12:30:00

ჩემი ხედვა იყო, ყველა სამინისტროს გაემზადებინა არა 1-2-წლიანი, არამედ გრძელვადიანი, მინიმუმ ათწლიანი განვითარების გეგმა და ხედვა; თუ ჩვენ, ქვეყანამ და ხალხმა არ ვიცით, სად მივდივართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ წელს, ორი წლის შემდეგ, ათი წლის შემდეგ, რთულია ორიენტირება, რთულია, დაგეგმო შენი მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ათწლიანი განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მისი დავალებით ყველა უწყებამ შეიმუშავა და აღნიშნა, რომ არსებობს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა, მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.


„ამიტომ, მე დავავალე ყველა მინისტრს და უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად ჩვენ 6 თვეში დავასრულეთ, ყველა უწყებას ჰქონდა პრეზენტაცია. პირველი დრაფტები ჩვენ დაახლოებით 3 თვეში გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში მთელი დოკუმენტი შეიკრა 6 თვეში. ეს არის ის ჩარჩო-დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, რეგიონები, ყველა მიმართულება, ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა. გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი და ხედვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



პრემიერის შეფასებით, მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორის რიკოთის უღელტეხილზე.


„რიკოთის მონაკვეთი სრულად დასრულდება 2024-ში და მთლიანად გაიხსნება. ეს არის გრანდიოზული, ისტორიული, საუკუნის პროექტი, საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ ეს იქნება თაობებისთვის, საშვილიშვილო პროექტია. ეს იქნება და იქნება, ამხელა მაგისტრალები და თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3,5 საათში. წითელი ხიდიდან სარფამდე სულ რაღაც 4,5 საათი დაგვჭირდება. ასევე დავიწყეთ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, 7-კილომეტრიანი გვირაბი, რომლისთვის ჩინეთში დამზადდა სპეციალური გვირაბის მთხრელი მანქანა-დანადგარი და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს დაახლოებით მილიარდი ჯდება. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებაა და იკეტება გზა. 1 საათში ჩავალთ გუდაურში და ყაზბეგში - 1,5 საათში, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ეს დასრულდება სულ რაღაც 3 წელში. კახეთში დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ აშენდეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, შიდა გზებს და ინფრასტრუქტურას სჭირდება მოვლა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up