ირაკლი ღარიბაშვილი - ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი,  პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი

access_time2021-08-18 15:20:00

მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი და ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.



„აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.




მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი მთელი რეგიონების განსავითარებლად. ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ევროპული ტიპის ცენტრების, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ადგილების მოწყობას. ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არის კიდევაც ასე, იმიტომ, რომ ბუნებრივად, საქართველოს აქვს მიზიდულობა და ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მივიღეთ 2019 წელს, 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს პროცესი შეაფერხა და შეანელა. მიმდინარეობს ტენდენცია და ეკონომიკის აღდგენა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც ვიყავით და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში. ამისთვის გვჭირდება უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი, ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა გადავაქციოთ ყველა მუნიციპალიტეტი და რაიონი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მისწრაფებები.



განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და არის ჩვენი მთავრობის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანხა იქნა მობილიზებული, ჩადებული და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ, ახალი სკოლების და ზოგადად, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ადგილზე, ახალი სპეციალობის დაუფლების საშუალება. 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, 250 - რეაბილიტირდა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს. 800 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 800 სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტებით. ამ და სხვა პროექტებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up