ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ე.წ მწვანე პასპორტების ფუნქციონირება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ე.წ მწვანე პასპორტების ფუნქციონირება

access_time2022-02-14 14:00:00

ბოლო პერიოდში სპეკულირების საგანი და საფუძველი გახდა, დაიწყეს უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ გავაუქმეთ ე.წ მწვანე პასპორტები, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღნიშნული მწვანე პასპორტების გამოყენებამ აზრი დაკარგა.




„თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტა შტამის და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, ანუ ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ კიდევ ერთი მაგალითი. მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ვირუსი ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე არაერთი სხვა ვირუსი. მე მქონია სხვა ვირუსებიც და ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ და საჭიროდ ჩავთვალეთ მისი გაუქმება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, მაინც დაზღვევისა და პრევენციის მიზნით, რომ განსაკუთრებით, ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი, ქრონიკული სხვა დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ მაინც ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშ არის. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნა და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით, ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვმართოთ სიტუაცია და გვქონდეს მაქსიმალური კონტროლი, მეორეს მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან, 10,6% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წელს კიდევ უფრო ძლიერი შედეგი გვინდა გვქონდეს, ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან მშვიდად შეგუება და თანაცხოვრება ამ პანდემიასთან. ვაქცინაცია ერთის მხრივ უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კამპანია, 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს აცრაზე ვუხდით 200 ლარს, ე.წ ბუსტერ დოზის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს ვუხდით და ვფიქრობთ, ეს კამპანიაც უნდა გაფართოვდეს და ამის თაობაზე ბატონი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up