ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე

access_time2022-06-13 20:00:00

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გრძელდება და ბოლომდე მივა.


„მე ჩემს საჯარო გამოსვლაში ვთქვი ამას წინათ და გავიმეორებ ახლაც რომ ჩვენ ევროკავშირთან, ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების დღის წესრიგში ჩავწერეთ ყველა ის რეფორმა რომელიც უნდა გავაგრძელოთ, რომელიც უნდა მთავრობამ გააგრძელოს. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი ბატონი შარლ მიშელის ოფისის ხელმძღავნელთანაც.



ჩვენ ეს ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ანუ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების ქვეყანაში ამ ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე რა თქმა უნდა. იდეალური არც ერთი ქვეყანა არ არის მათ შორის არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ არს იდეალური , არც ერთი სახელმწიფო არ არის იდეალური. ასე რომ, ეს პროგრესი რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, აი ასეთი სხვაობა არის აი ასეთი მკვეთრი განსხვავება არის, რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში.


და ბოლოს მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, მე ვალდებულად ვთვლი რომ ეს კიდევ რთხელ ანაგარიშივით ჩავაბარო და შევახსენო. მას შემდეგ რაც სრული ფიასკო განიცადეს ამ მეხუთე კოლონამ და ქვეყნის მტრებმა დაისახეს მათ მიზნად რომ ამ სტატუსთან დაკავშირებით, ჯერ დაველოდოთ რა თქმა უნდა რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის , ეკუთვნის საქართველოს მეგობრებო და შემდეგ ეკუთვნის უკრაინას და მოლდოვას, რომ იძახიან რომ უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი ბრძოლით 30 წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაშიც ყველგან, ბრიუსელში,რომ ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს და დაუმსახურებელ არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.ისევ გავიმეორებ იმავეს, რაც ვთქვი რამდენიმე დღის წინ - თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამოქალაქეებს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, თუ რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც, აი თუნდაც ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up