ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება

access_time2022-03-25 18:10:00

დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.


მთავრობის მეთაურის თქმით, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება და სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურება არის.



„მეუფე შიომ გაიხსენა საოცარი სიტყვები ჩვენი ღირსეული წინაპრების. იმის მიუხედავად, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იყო ნაწილი დიდი მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროსი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილები იმ დროს და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, მიისწრაფვოდნენ ავტოკეფალიისკენ და სწორედ, როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, დიდმა საერო მამებმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა, ჩვენს სასულიერო, გამორჩეულ პირებთან ერთად, შემდგომში პატრიარქებთან ერთად, ილია მეორე, კალისტრატე, ამბროსი ხელაია, მათი ეს დაჟინებული ძალისხმევით სწორედ, გამოცხადდა 1917 წლის 25 მარტს და აღდგა ჩვენი, იმ დროს ჩვენი ქართველების ოცნება და გამოცხადდა ავტოკეფალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნა მეუფე შიომ, 1990 წლამდე ვერ ჰპოვა ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორეს დამსახურება არის ის, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება და სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურება არის. კიდევ ერთხელ ვუერთდები ამ მილოცვას. დაე დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო და შესაბამისად, მთელს ერს და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up