ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია

access_time2021-12-28 04:00:00

ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება ონლაინ კაზინოებში, რაც კატასტროფა და დანაშაულია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა პარლამენტის დეპუტატებს მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზარტული თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა სოციალურად დაუცველი ფენა, რომელიც ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიაში და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, რისი შეცვლაც აუცილებელია.



„მე მინდა პარლამენტს და თითოეულ დეპუტატს მადლობა გადავუხადო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომელიც აზარტულ თამაშებს არეგულირებს. ინიციატივა ბოლომდე მივიყვანეთ და ეს კანონი მივიღეთ. ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ 25 წლამდე და ეს იყო ყველაზე კრიტიკული იმიტომ, რომ ახალგაზრდები ლუდომანიის და აზარტული თამაშების მანკიერ მხარეებს სამწუხაროდ ვერ აცნობიერებენ. ამ თამაშების გამო კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა ჩვენი მოსახლეობა და გაღატაკდა ვინ?! ძირითადად სოციალურად დაუცველი ფენა, ისევ ღარიბები. წარმოიდგინეთ, ჩვენი მოსახლეობის ფული, მილიარდ 500 მილიონი იხარჯება აი ამ გაუგებარ აზარტულ თამაშებში, ონლაინ კაზინოები მაქვს მხედველობაში. ეს ხომ კატასტროფა და დანაშაულია?! რა თქმა უნდა უკეთესია, რომ ეს მილიარდ ნახევარი თავიანთი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, პირადი კომფორტისთვის გამოიყენონ და აი ამ გადაწყვეტილებას დავეხმარეთ. ეს ფენა უფრო ადვილად მოწყვლადია და მათი ნაწილი, აზარტული თამაშების გარდა ნარკომანიაში და სხვა გაუგებარ საქმიანობაშია ჩართული, ეს უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ. ეს ადამიანები უნდა ჩავრთოთ სამუშაო ადგილების შექმნაში, სპორტი და სხვა ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა შევთავაზოთ ამ ადამიანებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up