ირაკლი ღარიბაშვილი - „ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა“

ირაკლი ღარიბაშვილი - „ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა“

access_time2022-02-09 16:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.



პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრად რჩება.



„ლევან დავითაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წარმატებული მინისტრი იქნება. ამავდროულად, ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათია თურნავას, მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით. მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,“- აღნიშნა პრემიერმა.




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მთავრობის მეთაურმა ოთარ შამუგია წარადგინა, რომელსაც სამინისტროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეუურნეობას და გარემოს დაცვას.



„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას - ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ახლად დანიშნულმა მინისტრებმა გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობა მოკლედ შეაჯამა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.



ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up