ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა

access_time2021-09-10 16:30:00

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასევე გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვა; კოვიდ-პანდემიაა, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს პერიოდი მშვიდობიანად უნდა გადავატაროთ, ჩვენ გვესმის, რომ პროცესს უნდა მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის დარჩენილი სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე.




„ყველას მკურნალობს და ყურადღებას აქცევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს მართლაც ძალიან გმირული შრომა გასწიეს მათ და ეწევიან ახლაც. ჩვენი ვარაუდით, ვუსმენთ რა ეპიდემიოლოგებს, ექსპერტებს და მეცნიერებს, სიტუაცია უკვე სტაბილურდება, დამშვიდებისკენ მიდის, საჭიროა სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაცია ჩაიტაროს ყველა მოქალაქემ, დაიცვას საკუთარი თავი, მშობლები, ახლობლები და ნათესავები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. სექტემბრის ბოლოს, ჩვენი დიდი ვარაუდით და ასეთი დავალება მაქვს მიცემული, რომ კარგი იქნებოდა, სასურველი იქნებოდა 2 მილიონი აცრის ჩატარება. დაახლოებით მილიონი ადამიანი იქნება აცრილი ქვეყანაში. მილიონს, თუ მეტს არა, უკვე გადატანილი აქვს კოვიდი და საბოლოო ჯამში სიტუაცია დამშვიდდება. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტურიზმი არ გავაჩერეთ, ტურიზმის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. გვაქვს უპრეცედენტო, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, სეზონი არ ჩავარდა, როგორც მთაში, ასევე ზღვისპირა კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ეს ყველაფერი გადის ვაქცინაციაზე, ვიმეორებ, ეს არის რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, მაგრამ კარგად უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბევრმა ქვეყანამ საბოლოო ავტორიზაცია მისცა უკვე ვაქცინას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up