ირაკლი ღარიბაშვილი - ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე

access_time2021-06-26 00:00:00

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან“ და ივლისიდან დაიწყება მოწოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე, „სინოვაკის“ ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს.


„მინდა, რომ ვაქცინებზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. კომპანია „ფაიზერთან“ ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება, არა COVAX პლატფორმით, არამედ პირდაპირი, უშუალოდ მეც ვიყავი ჩართული, აქტიურად გვეხმარებოდა ჯანმოს გენერალური დირექტორიც. მე პირადად ვიყავი გასული კონტაქტზე „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, არაერთი საუბარი მქონდა მასთან და ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან" და ივლისიდან დაიწყება მოწოდება.


„სინოვაკის" ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს, 5 დღეში. ნახევარი მილიონი - „სინოფარმი“ და კიდევ ნახევარ მილიონს ვუკვეთავთ, ჯამში კიდევ მილიონი „სინოფარმი“. ეს მოხდება ივლის-აგვისტოში. 3 მილიონი.



ამის გარდა, COVAX პლატფორმიდან ჩვენ ველოდებით დამატებით 700 000 დოზას, უფრო წლის ბოლოს, ალბათ მე-4 კვარტალში, „ნოვოვაქსის“ ვაქცინებს, ასევე „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს.


ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე“, - აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, ამჟამად უკვე შექმნილია 350 ბრიგადა, ექიმებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ატარებს ვაქცინაციას.


„ჩვენი გეგმის მიხედვით, მე მქონდა, მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ყველა მსხვილი, კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად, სრული კოორდინაციით სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ, ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს ივლისიდან, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, მას შემდეგ, როგორც კი შემოვა ჩემს მიერ დასახელებული მილიონი და შემდეგ მეორე მილიონი ვაქცინა. დღეში ჩვენ უნდა გავიდეთ 30 000 აცრაზე, რაც არის სავსებით შესაძლებელი და მიღწევადი. სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა, რომ დღეში 30 000 აცრა ჩავატაროთ, პიკის დროს, დავიწყებთ 20 000-ით და ავალთ 30 000-ზე. ალბათ, თვეში ნახევარ მილიონ აცრას შევძლებთ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up