ირაკლი ღარიბაშვილი -  ჯერ კიდევ წინა წლის ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე კლება დაფიქსირდა ინფლაციის

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ წინა წლის ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე კლება დაფიქსირდა ინფლაციის

access_time2022-02-24 11:40:00

რაც შეეხება, ზოგადად, ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში, მინდა, რომ მოსახლეობას უფრო ვრცლად ავუხსნა. ჩვენ გასულ წელს გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდის შედეგი. 10.6% გამოვიდა წლის ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ვიყავით მე-2 ადგილზე ირლანდიის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, პანდემიის თანმდევია ინფლაციის მატება.


„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თქვენ ახსენეთ ინფლაცია და ზოგადად ფასების მატება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებით ვსწავლობთ, ვაკვირდებით და შესაბამისი პოლიტიკაც დავიწყე, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. საერთოდ, რომ გავაანალიზოთ ეს ინფლაცია, გასულ წელს ჩვენთან საერთო შეწონილი ინფლაცია, საბოლოო ჯამში, გამოვიდა 9.6%, წლის ბოლოს 3.9%-ს მიაღწია. წლის განმავლობაში იყო საშუალო ინფლაციური დონე 9.6%. საერთოდ, მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, პანდემიის თანმდევია ინფლაციის მატება და ეს არა მხოლოდ საქართველოში, ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, არამედ მთელს ევროპაში, ამერიკაში დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი, მაგალითად ამერიკაში ინფლაციის დონე იყო 40 წლის მაქსიმუმი. ძალიან მაღალი იყო ინფლაციის დონე ევროპაში, გერმანიაში, ძლიერ ეკონომიკებში, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. აღარ მაქვს საუბარი სხვა განვითარებად და უფრო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ FAO-ს დეკემბრის მონაცემებით, რომელიც არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სურსათის მსოფლიო ფასები 23.5%-ით გაიზარდა ზოგადად ყველგან, მთელს მსოფლიოში.


„მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, ვინაიდან ამ ფასებზე არის მუდმივი სპეკულაციები და ცდილობენ პოლიტიკოსები მათ შეცდომაში შეყვანას. FAO-ს დეკემბრის მონაცემებით, რომელიც არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სურსათის მსოფლიო ფასები 23.5%-ით გაიზარდა ზოგადად ყველგან, მთელს მსოფლიოში, მათ შორის რძის პროდუქტებზე 18%-ით, მარცვლეულზე 20%-ით, საუბარია ფქვილისა და ხორბლის ფასების გაზრდაზე და ა.შ. შაქარზე 33%-ით მთელს მსოფლიოში, ზეთზე 36%-ით და ნავთობის მსოფლიო ფასები 74%-ით. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ არ ვართ რაღაც კუნძული, სადაც ყველაფერს ვაწარმოებთ ჩვენ თვითონ და არ ვართ დამოკიდებული. ჯერ კიდევ წინა წლის ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე კლება დაფიქსირდა ინფლაციის და ჩვენი ექსპერტების პროგნოზებით, მარტიდან, აპრილიდან დაიწყებს სერიოზულ შემცირებას ინფლაცია. ამ ბოლო თვეებში შეინიშნება წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდის ტემპის შენელება, რაც ძალიან ოპტიმისტურია და ძალიან კარგად გამოიყურება.


როდესაც მიდის უპასუხისმგებლო ანალოგიების მოყვანა, მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ერთგვარი შედარებითი მონაცემები გაგაცნოთ - 2012-2021 წლებში, რომ ავიღოთ ჩვენი მმართველობის პერიოდი 9 წლის განმავლობაში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ჯამში გაიზარდა 60%-ით. ჩვენ თუ ავიღებთ ანალოგიურ პერიოდს წინა ხელისუფლების, რომლებიც ახლა აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადად, ფასებთან დაკავშირებულ პოლიტიკას, 8 წელიწადში გაიზარდა 95%-ით, ანუ 35%-ით მეტად. ასევე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ისეთი მომსახურეობა, როგორიც არის დენი წყალი, კომუნალური გადასახადები, ჩვენ დროს ჯამურად გაიზარდა 29%-ით, ხოლო წინა ხელისუფლების დროს 75%-ით. ეს მოსახლეობისთვის რომ განვმარტოთ. რა თქმა უნდა, ყველა ის დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც მიმდინარეობს, არის ტყუილზე დაფუძნებული. ასევე მინდა გითხრათ, ერთ-ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან მოვისმინე, რომ ეს იყო რეკორდული ინფლაციური მაჩვენებელი 13.9%, 2006 წლის ივლისში დაფიქსირდა წლიური ინფლაცია 14.5%, 2011 წელს დაფიქსირდა 14.3% ინფლაცია და მე აქ თვალსაჩინოებისთვის წამოვიღე დიაგრამა, ნაჩვენებია წინა ხელისუფლების დროს რამხელა, როგორი მატება იყო ფასების და როგორი ინფლაცია იყო.


ფასები, რაშიც ჩვენ შეგვიძლია მოქმედება, რეაგირება და ჩარევა, ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ზეთზე, ნავთობზე და ზოგადად სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“ - განაცხადა პრემიერმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up