ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის

access_time2021-09-03 20:00:00

ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად - არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, თუმცა როდესაც ქვეყანაში ჩამოტანილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეკონომიკის ჩაკეტვა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.




„შეგახსენებთ, მაშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი და მთელი მთავრობა ვმართავდით პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა - „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია აცრების ჩატარება, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ცალკეული ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც, სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან მიმდინარეობს, ყველგან და ნუ აცდენთ მოსახლეობას, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, წარმოდგენა არ აქვთ მათ, ვინც კითხვა გამოგიგზავნათ, რა ხდება ევროპაში და მსოფლიოში, ან აქვთ და უბრალოდ არ ამბობენ ამას. ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე, მათ, ვინც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მა, ნომერ პირველმა, ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, გამოვიდა ენტონი ფაუჩი, ამერიკის პრეზიდენტიც, მთელი მთავრობაც და თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამით მე ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად - არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა. ექიმების გმირობაზე დგას სწორედაც რომ ეს პროცესი. ვაქცინები რომ არ იყოს დღეს ქვეყანაში, აბსოლუტურად დაგეთანხმებოდით, რომ კრიტიკა იქნებოდა ლეგიტიმური და სამართლიანი. დღეს, როცა ვაქცინები გვაქვს შემოტანილი, იმაზე მეტი, ვიდრე ამ ეტაპისთვის საჭიროა, საერთოდ რაზეა საუბარი. მანამდე იგივე ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას, მათ შორის გახარიას დროს, გახსენით ქვეყანა და გახსენით ეკონომიკა. მთელი კამპანია იყო და აქციებს მართავდნენ. დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა, ეტაპობრივად შემოვიტანეთ ვაქცინები და ნახეთ კიდეც, რომ შედეგმა არ დააყოვნა. აქედან გამომდინარე, შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ თემით სპეკულაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up