ირაკლი ღარიბაშვილი კარფურის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კარფურის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

access_time2023-01-17 14:30:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და  ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.

 

 

 

 

 

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია. შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

 

 

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, Majid Al Futtaim Group-ი საქართველოში წარმატებით ოპერირებს და არსებული პორტფელის გაზრდის შემთხვევაში, ჰოლდინგს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ექნება.

 

 


 

 

Majid Al Futtaim-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰოლდინგია, რომელიც ფლობს და მართავს სავაჭრო ცენტრებსა და დასასვენებელ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 17 ქვეყანაში.  ჰოლდინგში 43 000 ადამიანია დასაქმებული. მისი შემოსავალი კი,  8.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Majid Al Futtaim-ი ჰიპერმარკეტ კარფურის მფლობელია.

 

 

 

 

 ჰანი ვეისთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

 

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, Majid Al Futtaim-ს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ.

 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები განიხილეს.

 

 

 

"შევხვდი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და  ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს.

 

განვიხილეთ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები. ამ კონგლომერატს საკუთარი გამოცდილებით აქვს ინფორმაცია საქართველოს წარმატების, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და ასათვისებელი პოტენციალის შესახებ",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up