ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2022-09-27 17:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„მხარეებმა ისაუბრეს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე, მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.



განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, ფონდის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო „განვითარების ჯილდო“ გადასცა.


საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და გამგეობის წევრი მამუკა გორგოძე, ხოლო მსოფლიო რაგბის დელეგაციის მხრიდან: აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დევიდ ქარიგი ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up