ირაკლი ღარიბაშვილი - რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6  მილიარდი, ეს არის საუკუნის პროექტი

ირაკლი ღარიბაშვილი - რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი, ეს არის საუკუნის პროექტი

access_time2021-09-02 13:10:00

ჩვენ ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, აწმყო შევაფასოთ კარგად და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალზე; მე ჩამოვთვალე დარგები და სექტორები, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა ჩასატარებელი და მასშტაბები უნდა გაფართოვდეს, უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.




„7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში შევიდეთ და ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა ინიცირებული, ყველგან შევიტანოთ და ბევრმა ოჯახმა, რაც შეიძლება ბევრმა ფერმერმა უნდა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ჩვენ მათ დავეხმარებით მიწების დამუშავებაში, დათესვაში, ყველაფერში, ვასწავლით, გადავამზადებთ იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ ყველამ ერთად და 7 მილიარდი მოხმარდება ამ დიდი მიზანს. მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე და ჩვენ დავიწყოთ რეალურად ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციით თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. მეორე მიმართულება ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება და ვიმყოფებით რა ზესტაფონში, ამ მართლაც საამაყო ინდუსტრიულ ქალაქში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა წარმატებული დარგებით, ინდუსტრიით, რეალური ეკონომიკის მუშაობით, გვესმის კარგად, რომ ეს არის გასაკეთებელი. რეალური ინდუსტრიის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ორი მილიარდ 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 1000-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას, დარგები გავაფართოვეთ, დაახლოებით 300-ზე მეტი დარგი იქნება დაფინანსებული. მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ ახალი პროგრამების შედეგად, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა. 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი, გამართული წყალმომარაგება. ასევე, დღეს გამოწვევად რჩება 3 ათას სოფელში მაგალითად, კიდევ ვიმეორებ ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც რა თქმა უნდა ჩვენი სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ასევე სირცხვილი იყო, რომ 2012-წლამდე, მაგალითად ცენტრამდე მისასვლელი სულ რამდენიმე გზა არსებობდა კეთილმოწყობილი, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 2000 კილომეტრზე მეტი გზების რეაბილიტაცია შევძელით ბოლო რვა წლის განმავლობაში და ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის - ძველი და ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ, 10 ათასი კილომეტრის, 150 კილომეტრზე მეტი ავტობანის მშენებლობა დავასრულეთ. ჩვენ გუშინ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც ჯდება 2 მილიარდ 600 მილიონი, ეს არის საუკუნის პროექტი, მართლაც ძალიან მასშტაბური, ძალიან რთული პროექტები ხორციელდება, 90-ზე მეტი ხიდი, 50-ზე მეტი გვირაბი შენდება და მართლაც უნიკალური იქნება, თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up