ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა

access_time2022-04-08 12:30:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ რუსთავში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„პროექტის მიზანია ქალაქ რუსთავში ინფრასტრუქტურული, შემეცნებითი, სპორტული და გამაჯანსაღებელი გარემოს გაუმჯობესება, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა დანიშნულების სივრცითა და სპორტული ინვენტარით. შენობაში და მის მიმდებარედ განთავსდება სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები, მოსასვენებელი კუთხეები, კონცეპტუალური სივრცეები და ა.შ.



პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები, ამასთან, მას შემდეგ, რაც ნიჩბოსნობის სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს, ქალაქში დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.




პარალელურად, ინვესტორის გადაწყვეტილებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს არა ერთი საინტერესო კონცეფციის დამუშავება სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებისა და განვითარების თვალსაზრისით.



მთავრობის მეთაურის თქმით, ვინაიდან ქალაქ რუსთავში ნიჩბოსნობის სპორტის სახეობას არსებობის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ნიჩბოსნობის კლუბის მშენებლობა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე სპორტულ-შემეცნებითი თვალსაზრისით.



პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა 18-23 წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, რომლის თქმითაც პროექტი იქნება უდიდესი მოტივაცია აღნიშნული ტრადიციული სპორტის მიმდევრებისთვის.



მიმდინარე სამუშაოებს, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გაეცნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up