ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

access_time2022-06-21 13:20:00

ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ - ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ - ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი, რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერის თქმითვე, 2017 წელს ასევე განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და მასში განისაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.



„2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც ნატო-სთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება. ეს არის ჩვენი მოტივაცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატო-ში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ელი პარტნიორების აზრი,“ - განაცხადა პრემიერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up