ირაკლი ღარიბაშვილი - სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს

ირაკლი ღარიბაშვილი - სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს

access_time2021-09-08 14:10:00

ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია, კომპანია „დომუსი“ ახორციელებს.



„70 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდის და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“. ამას გარდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპ-კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია. მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. მოგეხსენებათ, 2019 წელს 9 მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული ქვეყანაში. პანდემიამ, ბუნებრივია, დააზარალა ტურიზმის სექტორიც, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა, გვაქვს12%-იანი ზრდა და ის სიგნალები და იმპულსები, რაც ბიზნესისგან მომდინარეობს, ძალიან საიმედოა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მთავრობის მეთაურმა კომპანია „დომუსს“, ინვესტორებსა და პროექტში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა.



„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.



„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up