ირაკლი ღარიბაშვილი - თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა

ირაკლი ღარიბაშვილი - თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა

access_time2022-02-23 17:00:00

თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის ეზოში გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.


„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ მოვლენამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის მაშინდელი ისტორია. მოვლენამ, რომელმაც პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყანა რეალური განვითარების ტემპს, პროცესებს მოწყვიტა და დიდი ხნის განმავლობაში დაგვაშორა საერთო ევროპულ ოჯახს. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკერებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც მრავალი თაობისთვის დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება. მრავალი ათეული წლის განმავლობაში მათი თავდადება, თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩა. დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. რა თქმა უნდა, იუნკერებმა თავი შესწირეს საკუთარი სამშობლოს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, მაგრამ, ვერ შეაჩერეს ის უზარმაზარი, ძლევამოსილი წითელი არმია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. მათი ეს თავგანწირვა დარჩა ლეგენდად, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოდ დარჩა. დღეს ვართ დამოუკიდებელნი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, მიუღწეველია ეს დიდი, თითოეული ქართველის, ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას ოცნება. მე მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომლებიც იყო იუნკერების იდეალები და ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იუნკერების ნათელ ხსოვნას და ვუსურვებ ჩვენს ხალხს გაერთიანებას, სიმტკიცეს და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, ასევე დაესწრო იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაიხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკეს 1921 წელს თბილისის დაცვისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up