ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების

ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

access_time2022-04-16 15:18:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად თელავში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

ფაქტობრივად დასრულებულია  ათზე მეტი შენობის აღდგენა, დაგეგმილია მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და სკვერის რეაბილიტაცია. პროექტების საერთო ღირებულება 12 მლნ ლარია. ამასთან, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ტროტუარები, განათება და რეკრეაციული სივრცეები.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „განახლებული რეგიონების" პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა  კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში. 

დედოფლისწყაროში, რუსთაველის და ჰერეთის ქუჩებზე მიმდინარეობს 10-ზე მეტი შენობის მოპირკეთების სამუშაოები და დაწყებულია 30-მდე შენობის განახლება. უკვე დასრულდა გარე განათებისა და ტროტუარების მოწყობა და მიმდინარეობს შადრევნის მოპირკეთებისა და გამწვანების სამუშაოები. სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კი, დასრულებულია 14 კერძო სახლის მოპირკეთებისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები, ქალაქში დაწყებულია ჭავჭავაძის ქუჩის სახლებისა და ღობეების განახლება, მიმდინარეობს ციხე-გალავნის რეაბილიტაციისა და განათების მოწყობის პროექტირება. საგარეჯოში, რეაბილიტაცია უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 22 შენობას, სკვერსა და შადრევანს.

ლაგოდეხში გათვალისწინებულია ზაქათალის ქუჩის და ე.წ. „პოლკოვის ბაღის" რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში დასრულდება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ურბანული განახლება, რომელიც 6 შენობის და  1 პარკის რეაბილიტაციას მოიცავს. პროგრამის „განახლებული რეგიონები" პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ყვარელში იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობების, მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

 „განახლებული რეგიონების" 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა. 
მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების" მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში და გურჯაანში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი,მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და პარლამენტის წევრები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up