ირაკლი ღარიბაშვილი - თურქული მედიკამენტი 60–70%–ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი

ირაკლი ღარიბაშვილი - თურქული მედიკამენტი 60–70%–ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი

access_time2022-04-11 11:33:46

„მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე.


მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დააწესონ.



 „კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე და ბატონმა ზურა აზარაშვილმა დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, რეფორმა, პირველი ეს უკავშირდებოდა მედიკამენტების ფასების შემცირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია. გახსოვთ ალბათ, როდესაც დავიწყეთ საუბარი, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტისგან, რომ ეს მიუღწეველი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან მალე, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. თორე ბუნებრივია, ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ, მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს, ჩვენი მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი, როგორც აღვნიშნე, ბევრად იაფად, 60-70%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მანამდე იყო.

 

ასევე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ", - აღნიშნა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up